უკან
სამართალი
20 ნოემბერი, 2020 17:23
თბილისში შეიარაღებული პირი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა
თბილისში, მეტროს სადგურ „წერეთლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
გავრცელებული ინფორმაციით, იქ მდებარე ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიარაღებული პირი შეიჭრა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ინფორმაცია განახლებადია.