საზოგადოება
თბილისში სპორტზე თხრობის ფორუმი მეორედ ჩატარდა
თბილისმა სპორტზე თხრობის ფორუმს წელს მეორედ უმასპინძლა. ორდღიანი ღონისძიება „კოკა-კოლას“ ყოფილი ქარხნის ტერიტოტიაზე, Factory Tbilissi-ში ჩატარდა. სპორტულ დღესასწაულს ორგანიზება „Betsson sport-მა“ გაუწია.
ღონისძიების ასობით სტუმრის წინაშე ლეგენდარული ვეტერანი ფეხბურთელები: აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე, ბულგარეთის ეროვნული ნაკრების ყველა დროის ბომბარდირი დიმიტარ ბერბატოვი, ნიდერლანდების ეროვნული ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მეკარე ედვინ ვან დერ სარი და საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის „არსენალის“ მაესტროდ წოდებული რობერ პირესი წარდგნენ.
ფორუმის უცვლელი სპიკერი იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის ბომბარდირი შოთა არველაძე.
ლეგენდარულმა ფეხბურთელებმა ქომაგებთან შეხვედრებისას თავიანთი პროფესიული კარიერის საინტერესო, ემოციური და ბევრისათვის უცნობი დეტალები გაიხსენეს. შემდეგ კი გულშემატკივრებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და ავტოგრაფები დაარიგეს.
ტრადიციულად, საინტერესო და ხალისიანი ისტორიები უამბო დამსწრე საზოგადოებას შოთა არველაძემ. აქტიურ სპორტში ყოფნისას მას არაერთი გამორჩეული ფეხბურთელის წინააღმდეგ უთამაშია. შესაბამისად, საქართველოს ნაკრების ფორმების კოლექციაში ბევრმა საინტერესო სახელმა მოიყარა თავი. მათთან ერთად, არველაძე ქართველი ფეხბურთელების მაისურებსაც ინახავს, რომლებთან დაკავშირებული ამბებიც მან ფორუმის მონაწილეებს ჩვეული იუმორით გაუზიარა.
ღონისძიება მხოლოდ ფეხბურთს არ დათმობია. Factory Tbilissi-ის სცენაზე საქართველოს კალათბურთის ნაკრების ლეგენდა გიორგი ცინცაძეც ავიდა პერფორმანსით -- „სპორტი სცენაზე“.
პრეზენტაციები გამართეს ისეთი ცნობილი მედიების წარმომადგენლებმაც, როგორებიც “Tribune” და “11 Freunde” არიან.
ცნობისათვის: სპორტზე თხრობის ფორუმი თავისი მასშტაბითა და შინაარსით რეგიონული მნიშვნელობის ტრიბუნაა, რომელიც სპორტული ამბების თხრობის ხელოვნებას ეძღვნება. ის ყოველწლიურად იმართება და სპორტის მოყვარულებსა და პროფესიონალებს აერთიანებს.
დღეს ყველა რუსთაველზე! არა კობახიძის და პუტინის ერთად დგომას! - სალომე ზურაბიშვილი
12 დეკემბერი, 2025 , 17:14
წინასაახალწლო შეთავაზებები საქართველოს ბანკისგან - ნაწილ-ნაწილით გადახდისას
12 დეკემბერი, 2025 , 16:35
მეფე ლომის საახალწლო კინოჩვენება - ღონისძიების წარმდგენია SOLO და Mastercard
12 დეკემბერი, 2025 , 12:30
STEM ოლიმპიადაზე 150-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
11 დეკემბერი, 2025 , 19:03
შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა
11 დეკემბერი, 2025 , 16:41
ხე-ტყის უკანონო მოპოვებაზე კონტროლი გამკაცრდა - სატყეო სააგენტო
11 დეკემბერი, 2025 , 16:32


