უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

9 ნოემბერი, 2019 14:15
font-size

თბილისში Startup Grind-ის ტექნოლოგიური კონფერენცია მიმდინარეობს

თბილისში, Startup Grind-ის ტექნოლოგიური კონფერენცია გაიხსნა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მისასალმებელი სიტყვით კონფერენციის მონაწილეებს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ მიმართეს.

კონფერენციას ესწრებიან როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე დიპლომატიური კორპუსის წამომადგენლები. Startup Grind Europe-Asia Connect-ი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით იმართება და მას 1 500-ზე მეტი მონაწილე ესწრება.

„საქართველოში დაგეგმილი რეგიონული ღონისძიება Startup Grind-ის ფარგლებში გამართული მესამე ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა „სილიკონ ველისა“ (8000 დელეგატი) და ლონდონის (3000 დელეგატი) შემდეგ. კონფერენცია აერთიანებს 30-ზე მეტ სპიკერს 20-ზე მეტი ქვეყნიდან.

ტექნოლოგიური კონფერენციის სპიკერები არიან ისეთი კომპანიების დამფუძნებლები და წარმომადგენლები, როგორიც არის: Google, Glovo, 500 Startups Fintech Fund, Picsart, Garage Ventures, Shift, Nexus Partners და სხვ. ასევე, ანტრეპრენერები, ტრენერები და ინვესტორები ევროპიდან და აშშ-დან. ღონისძიება მოიცავს მრავალფეროვან სესიებსა და ფორმატებს, რომლებიც დამსწრეებს ევროპის მასშტაბით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ახალ მიღწევებს გააცნობს.

Startup Grind-ის რეგიონული ღონისძიება თავს უყრის მსოფლიოს წარმატებულ სტარტაპებს, ტექნოლოგიების სფეროში მოქმედ კომპანიებს და ექსპერტებს იმისთვის, რომ რეგიონი მიმზიდველი გახადოს მსოფლიოს წარმატებული ბიზნესებისთვის, ხელი შეუწყოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვას ქვეყანაში.

Startup Grind ყველაზე დიდი საერთაშორისო ქსელია სტარტაპებისთვის და განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი კომპანიებისთვის, რომელიც 600-ზე მეტ წარმომადგენლობას და 2 მილიონ წევრს აერთიანებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თანამდებობიდან ჩემი წასვლა უკავშირდება შეთანხმებულ გეგმებს - ირაკლი ლექვინაძე

11 ნოემბერი, 2019 , 16:34

ირაკლი ლექვინაძე ბიზნესომბუდსმენის თანამდებობის დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში წერს. ლექვინაძე ამბობს, რომ მისი წასვლა ალტერნატიულ გეგმებს უკავშირდება, რომელთა შესახებაც უახლოეს მომავალში ისაუბრებს. „მეგობრებო,

კობა გვენეტაძემ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს საკოლექციო მონეტა აჩუქა

11 ნოემბერი, 2019 , 15:50

ევროსაბჭო დაარსებიდან 70 წელს, ხოლო საქართველო ამ ორგანიზაციაში წევრობის 20 წლისთავს აღნიშნავს. ამ თარიღებთან დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმა სპეციალური მონეტა გამოუშვა, რომელზეც, საქართველოსა და ევროსაბჭოს სიმბოლიკასთან ე

იანვარ-ოქტომბერში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა 8 მილიონს გადააჭარბა

11 ნოემბერი, 2019 , 15:50

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წლის ოქტომბრის პერიოდის მონაცემებით, საქართველოში 782 670 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 8.8%-ით აღემატება. მათივე ცნობით, საერ

დედაქალაქის რამდენიმე უბანში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

11 ნოემბერი, 2019 , 15:35

დედაქალაქის რამდენიმე უბანში ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. როგორც თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული, დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს. „აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინ

„„გაერთიანებულ ოპოზიციის“ სამი წარმომადგენელი ობსტრუქციის მოწყობას შეეცადა - „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები ათენში ქართულ დიასპორას ხვდებიან

11 ნოემბერი, 2019 , 15:05

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები კახა კუკავა და გოგი წულაია, ათენში ქართულ დიასპორას ხვდებიან. ამის შესახებ „მედიანიუსს“ პარტია „თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს. მათივე ინფორ

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და მისი მოადგილე ლევან კალანდაძე თანამდებობებს ტოვებენ

11 ნოემბერი, 2019 , 15:05

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და მისი მოადგილე ლევან კალანდაძე თანამდებობებს ტოვებენ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, რაც სააგენტოს თავად ლევან კალანდაძემ დაუდასტურა. კალ