უახლესი ამბები
- 28.03.2023 12:14ანა ნაცვლიშვილი და არმაზ ახვლედიანი პიროტექნიკის აკრძალვის მიზნით, საკანონმდებლო ინიციატივით გამოდიან
- 28.03.2023 11:522023 წლის თებერვალში ლარში გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში კი, შემცირდა - ეროვნული ბანკი
- 28.03.2023 11:45თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიურო ინციდენტებზე რეაგირებისა და უსაფრთხოების გუნდების გლობალურ ფორუმში გაწევრიანდა
- 28.03.2023 11:28საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტები გამოავლინა
- 28.03.2023 11:22სოფელ ცხვარიჭამიაში მომხდარი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
არქივი
მოზაიკა


თბილისში თომას ანდერსის კონცერტი გაიმართა
მსოფლიო სცენის ლეგენდამ, ჯგუფ " Modern Talking"- ის დამფუძნებელმა და სოლისტმა, თომას ანდერსმა თბილისის საკონცერტო დარბაზში შოუ-კონცერტი გამართა. ღონისძიება 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, მიეძღვნა.
როგორც თომას ანდერსმა მის დაწყებამდე აღნიშნა, ქართველი მაყურებლისათვის წარსადგენი პროგრმა ერთ-ერთი საუკეთესოა იმ პროგრამებს შორის, რომლებიც მას ბოლო წლებში მოუმზადებია.
კონცერტზე შესრულდა ჯგუფის ყველაზე პოპულარული სიმღერები, მათ შორის, "You' re my Hard, You' re my Soul", "Cheri Cheri Lady", "Brother Louie". მეტი ეფექტისათვის გამოყენებული იყო საინტერესო ვიდეოსცენაც.
თომას ანდერსმა ქართველ მაყურებელსაც მიმართა, ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა და სცენიდან რამდენიმე სამახსოვრო სელფი გადაიღო.
ღონისძიებაზე უკრაინიდან დევნილებიც იმყოფებოდნენ, რომელთათვისაც კონცერტზე დასწრება უფასო იყო.
როგორც "მედიანიუსს" კონცერტის ორგანიზატორმა, კომპანია "80-იანების დისკოთეკის" პროდიუსერმა, იაროსლავ ციბამ განუცხადა, თომას ანდერსი საქართველოს საერთაშორისო ტურნეს ფარგლებში ეწვია. მანამდე ის უკვე წარდგა ბელგიელი, ლატვიელი, ბულგარელი მაყურებლის წინაშე. თბილისიდან კი მუსიკოსი დუბაიში გაემგზავრება.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფი "Modern Talking" 1984 წელს შეიქმნა. ის თავიდან ორ სოლისტს: თომას ანდერსსა და დიტერ ბოლენს აერთიანებდა. 2003 წელს კი ჯგუფი საბოლოოდ დაიშალა.

სამედიცინო მაღაზია “ახალი ხედვის” ორთოპედიული პროდუქტები
1 მარტი, 2023 , 11:02

როგორ გადავიხადოთ ჯარიმები თიბისი ფეიზე
1 მარტი, 2023 , 10:15

საბაუნის საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობა წამყვან უნივერსიტეტებში
3 თებერვალი, 2023 , 11:39

ახალი ხედვის ორთოპედიული მაღაზიები თბილისსა და რეგიონებში
3 თებერვალი, 2023 , 09:01

წელის ფართოდ გავრცელებული პრობლემები
3 თებერვალი, 2023 , 08:51

რა არის I-Cash და როგორ ეხმარება ბიზნესებს?
16 იანვარი, 2023 , 11:20