უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

30 მაისი, 2020 15:00
font-size

თბილისში, წერეთლის გამზირზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ლ. ა. და 1996 წელს დაბადებული ვ. გ. ჯგუფურად ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.

დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე მდებარე სკვერში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით დაჭრეს 1991 წელს დაბადებული გ.ბ. და 1988 წელს დაბადებული ბ.ჭ., ხოლო 1994 წელს დაბადებულ ბ.ბ.-ს ბლაგვი საგნით სხეულზე დაზიანება მიაყენეს. დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, ხოლო ბ.ბ.-ს ადგილზე აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება. ამ დროისთვის, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მათი ინფორმაციით, სამართალდამცველებმა იმ ავტომობილის ჩხრეკისას, რომლითაც ბრალდებულები გადაადგილდებოდნენ, დანაშაულის ჩადენის იარაღები - ორი ხელკეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გარდა ამისა, გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები ინციდენტში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-მუხლის მე-5 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით და მე-7 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ორი ან მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

სახელმწიფო ინსპექტორმა პერსონალური მონაცემების გამავრცელებელი ბავშვის ინტერესების დამრღვევი ადვოკატი სამართალდამრღვევად ცნო - „ახალგაზრდა ადვოკატები“

9 ივლისი, 2020 , 17:20

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა არასრუწლოვანის და მისი ოჯახის შესახებ პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამავრცელებელი ადვოკატი ლ. კ. სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით - 500 ლარით დააჯარიმა. აღნიშ

გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის მობილურში შენახული აღმოჩნდა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია, რისი შესწავლაც ცალკე წარმოებად გამოიყო - პროკურატურა

9 ივლისი, 2020 , 16:30

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის შედეგად,

შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

9 ივლისი, 2020 , 15:00

შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ კადრებში ნაჩვენები მოქ

გენერალურმა პროკურატურამ ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა

9 ივლისი, 2020 , 11:55

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთობლივი თანამშრომლობით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიები

მამისა და ბაბუის მკვლელობაში ბრალდებული მუხრანში დააკავეს

9 ივლისი, 2020 , 10:30

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვი

თელავის საკრებულოს წევრი მიხეილ გრემელაშვილი, ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს

9 ივლისი, 2020 , 10:30

თელავის საკრებულოს წევრი, რომელსაც ოჯახში ძალადობას ედავებიან, დაკავებულია. მიხეილ გრემელაშვილის საცხოვრებელი სახლიდან "კალაშნიკოვის" სისტემის უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღიც ამოიღეს. შსს-ს ინფორმაციით, საქმე ოჯახ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე