უკან

საზოგადოება

18 სექტემბერი, 2017 15:50
font-size

თბილისში ცხოველთა დაავადება „თურქულის“ ეპიდემიოლოგიურ საკითხებზე მსჯელობენ

ცხოველთა დაავადება „თურქულის“ საწინააღმდეგო ღონისძიებებსა და დაავადების მართვის საკითხებზე თბილისში წარმომადგენლობითი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (OIE) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარადჭერით, საქართველოს, დასავლეთ ევრაზიის რეგიონის 12 ქვეყნის წარმომადგენელი სტუმრობს. რეგიონულ ჭრილში განიხილება ქვეყნებს შორის თანამშრომლობის და დაავადება „თურქულის“ ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული კვლევის სრულყოფის საკითხები.

შეხვედრა სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ გახსნა. “არსებული ფორმატი იძლევა იმის საშუალებას, რომ რეგიონის წევრ ქვეყნებს შორის ჩამოყალიბდეს ერთიანი ხედვა და დაავადებასთან ბრძოლის ეფექტიანი მიდგომები. აგრეთვე, მნიშვნელოვანია, ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო ამ კუთხით ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია. საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი პოზიციები ცხოველური წარმოშობის პროდუქტების საექსპორტო პოტენციალის ზრდის კუთხით და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა ამის ერთ-ერთი წინაპირობაა,“ - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გატარებულ პრევენციულ ღონისძიებებსა და შედეგებზე მიაწოდა ინფორმაცია. აღინიშნა, რომ საქართველოში დაავადება თურქულის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაცინაცია ყოველწლიურად ტარდება. წელს მილიონ ნახევარზე მეტი ამთვისებელია ვაქცინირებული და საქართველოში დაავადების გავრცელების რისკი მინიმუმამდეა შემცირებული.

ცხოველთა დაავადება თურქული სწრაფად გავრცელებადი მწვავე ვირუსული დაავადებაა.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი