უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

31 მარტი, 2018 13:05
font-size

თბილისში ვერ გაგვივლია იმიტომ, რომ თითო ოჯახს სამი და ოთხი მანქანა ჰყავს - გუგული მაღრაძე

მე, ჩემი კეთილსინდიიერი შრომით, 22 წლის შემდეგ, სულ ისეთ ადგილებზე ვმუშაობდი, სადაც ნორმალური ანაზღაურებაა. ჩვენ არ ვეკუთვნდოთ არც მდიდარ ოჯახებს, მაგრამ არც ღარიბ ოჯახებს, - განაცხადა პარლამენტარმა გუგული მაღრაძემ ტელეკომპანია ,,იბერიას“ გადაცემაში ,,თავისუფალი სივრცე.“

,,აღმასრულებელი ხელისუფლება კიდეც უნდა გავაკრიტიკოთ, მაგრამ მას აუცილებლად უნდა გავუგოთ, რადგან საქართველო არ არის მდიდარი ქვეყანა და მას აქვს შემოსაზღვრული შესაძლებლობები. ასე, რომ ამასაც უნდა ანგარიშის გაწევა. ბევრი რამ შესაძლოა გვინდოდეს როგორც პარლამენტარს და როგორც მოქალაქეს, მაგრამ ამის მიღწევა ერთ და ორ დღეში არ ხდება.

მთავარია, როგორც პრემიერმა თქვა, ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ. აქ მხვდებიან ხოლმე ქალები და მეუბნებიან, აგერ ეს პრობლემა თუ გადაიჭრება, ჩვენ აღარ შეგაწუხებთო. მაგრამ მათ ის პრობლემა აქვთ, სხვას სხვა პრობლემა აქვს.იქეთ იპოთეკარები, იქეთ სხვა... ჯადოსნული ჯოხით ვერ გავთავისუფლდებით ამ პრობლემებისგან“, - განაცხადა დეპუტატმა.

გადაცემის წამყვანის რეპლიკაზე, რომ ხალხი უფრო ღარიბდება, პარლამენტარმა განაცხადა: ,,არ ვიცი ახლა, თუ ჩავთვლით იმას, რომ თბილისში ვერ გაგვივლია იმიტომ, რომ თითო ოჯახს სამი და ოთხი მანქანა ჰყავს და ამდენი მანქანა მე არ ვიცი, სადმე ვინმეს ჰყავდეს.

კი, არიან ადამიანები, ვისაც უჭირს, მაგრამ რაღაცა კატეგორიამ ადამიანებისამ და არცისე ცოტამ, მოახერხა უკვე ის, რომ აქვთ საჭმელი, სასმელი და რაღაცა ასეთი. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ვისაც შესაძლებლობა აქვს, ის უფრო შეძლებული იყოს და ვინც ღარიბია, ის შეძლებულებში გამოვიდეს. ეს არი ჩვენი პრიორიტეტი,"- განაცხადა გუგული მაღრაძემ.

საკვანძო სიტყვები:

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი