უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

12 ნოემბერი, 2016 16:25
font-size

თბილისში ზეთისხილის ბაღების გაშენება გრძელდება

საშემოდგომო გამწვანების ღონისძიებების ფარგლებში,დედაქალაქში ზეთისხილის ახალი ბაღის გაშენება დაიწყო. მახათას მთის შემდეგ, ზეთისხილის ბაღი თბილისის ზღვასთან, ოლიმპიური სოფლის მიმდებარედ მოეწყო. ბაღში9000 ძირი ზეთისხილის ნერგი დაირგო.

ზეთისხილის ბაღის მიმდებარედ ირგვება 12000 ელდარის ფიჭვი.

მერიის ცნობით, ზეთისხილის ნერგები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან და მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილთან ერთად დარგო. ზეთისხილის ბაღის გამწვანების ღონისძიებაში მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობაც ჩაერთო.

„დღეს ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამწვანების აქცია ტარდება, რომლის ფარგლებში 9000 ძირი ზეთისხილის ნერგი და 12000 ფიჭვის ხე-მცენარე ირგვება. აქციაში თბილისის მერიის თითქმის ყველა სამსახური და დაქვემდებარებული უწყებაა ჩართული, ჩვენ ყველა ერთად ვზრუნავთ ქალაქის გამწვანებაზე. ეს ბაღი რამდენიმე წელიწადში თბილისში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ეკოლოგიური თვალსაზრისით მიმზიდველი ადგილი იქნება ძალიან დიდი სივრცით“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის, ნინო სულხანიშვილის თქმით, ზეთისხილის ბაღების გაშენების ტრადიცია საქართველოში მე-19 საუკუნეში შეიქმნა.თბილისის კლიმატი და ზღვის მიმდებარე ტერიტორია კი ამ ტრადიციის წარმატებით განვითარების საშუალებას იძლევა.

ზეთისხილის ბაღების მოვლა-პატრონობას კონტრაქტორი კომპანია 4 წლის მანძილზე უზრუნველყოფს.
დედაქალაქი შემოდგომაზე სულ 80 000 ნერგით განაშენიანდება. საშემოდგომო გამწვანების პროცესი დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.

საკვანძო სიტყვები:

კორონავირუსით 23-ე პაციენტი გარდაიცვალა

22 სექტემბერი, 2020 , 16:35

კორონავირუსით 23-ე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც

თბილისში კარვების მოწყობას არ ვაპირებთ, თუმცა დღეს და ხვალ იუსტიციის სახლის უკან შესაბამის სივრცეში მოქალაქეებს ნიმუშების აღება შეეძლებათ - ამირან გამყრელიძე

22 სექტემბერი, 2020 , 16:35

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბათუმის მსგავსად თბილისში არ იგეგმება კარვების მოწყობა, სადაც მოქალაქეები კორონავირუსზე ტესტის აღებას შეძლებენ. თუმცა, გამყრელიძის გან

ინფიცირების რაოდენობის ზრდა დამოკიდებულია მნიშვნელოვანწილად იმაზე, რამდენად დაიცავს თითოეული ჩვენგანი წესებს - ნათია მეზვრიშვილი

22 სექტემბერი, 2020 , 16:35

საზოგადოებას მსურს მოვუწოდო, ყველა წესი, რომელიც მოქმედებს, ყველა ის რეგულაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო და რომლის დაცვისკენაც ყოველდღიური მოწოდებები ჩვენი მხრიდან ისმის, მაქსიმალურად დაიცვათ, - ამის შესახებ მ

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ გლდანის ციხეში სამმა პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა

22 სექტემბერი, 2020 , 16:35

სპეციალური პენიტენციური სამსახური N8 (გლდანის) დაწესებულებაში პატიმრების მიერ თვითდაზიანებების მიყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ გლდანის ციხეში ე.წ. გარჩევა

ხვალ ეროვნული ბანკი 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის

22 სექტემბერი, 2020 , 15:40

საქართველოს ეროვნული ბანკი ხვალ, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის, - ამის შესახებ ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, წინა სავალუტო აუქციონი სებ-მა 16 სექტემბერს გამართა და 40 000 0

შინაგან საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბრძანება გამოსცა

22 სექტემბერი, 2020 , 15:40

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, ასევე, სამართალდარღვევათა პრევენციისა და მათზე რეაგ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.