უკან
კომენტარი
30 მარტი, 2023 13:35
ჩემთვის ბუნდოვანია, რა არის 9 აპრილს დაანონსებული აქციის დანიშნულება და მიზანი - სალომე სამადაშვილი
ჩემთვის ბუნდოვანია, რა არის 9 აპრილს დაანონსებული აქციის დანიშნულება და მიზანი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
„სიმართლე რომ გითხრათ, ჩემთვის ბუნდოვანია, რა არის ამ აქციის დანიშნულება, მიზანი და რას ისახავს მიზნად. ცხადია, „ლელო“ არ აპირებს, მონაწილეობა მიიღოს „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ აქციაში, რომლის მოთხოვნები და დღის წესრიგი დღემდე სრულიად გაურკვეველია. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ამ აქციასთან დაკავშირებით ყოველდღე სხვადასხვა განცხადებებს აკეთებენ, ეს არის მათი პარტიული აქცია“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.