უკან

საზოგადოება

15 დეკემბერი, 2021 15:23
font-size

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დიდ დიღომში დეველოპერული პროექტი „გრადა პანორამა“ ხორციელდება

საქართველოს ბანკი დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკთან პარტნიორობით კომპანია „გრადა“ ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს. „გრადა პანორამა“ 142 საცხოვრებელ ბინიან კომპლექსს, რეკრეაციულ ზონებს, ველობილიკს, მიწისქვეშა ავტოსადგომსა და სხვა სივრცეებს გააერთიანებს.

პროექტის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ბანკის თანამონაწილეობა 3,5 მლნ. აშშ დოლარს უტოლდება. „გრადა პანორამა“ მაცხოვრებლებისთვის მეტი კომფორტის უზრუნველსაყოფად დახურულ ეზოში სასეირნო და სარბენ ბილიკებს გააერთიანებს.

აღსანიშნავია, რომ კომპლექსი იქნება შშმ. პირებზე ადაპტირებული და სრულად აღჭურვილი სახანძრო/ სარწყავი სისტემებითა და LED განათებებით. ტერიტორიაზე განთავსდება საოფისე და კომერციული სივრცეებიც.

„გრადა პანორამა“ ყოველდღიური ცხოვრების საჭიროებებს სრულად პასუხობს და მაცხოვრებელს კომფორტისთვის მრავალფეროვან ზონებს და სივრცეებს სთავაზობს. ჩვენი მისიაა ყველა ადამიანს, განურჩევლად ფინანსური შესაძლებლობებისა, ჰქონდეს საშუალება, რომ ფლობდეს საკუთარ ბინას და იცხოვროს კომფორტულ გარემოში. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა საქართველოს ბანკთან პარტნიორობით კიდევ ერთი პროექტი ვაქციოთ რეალობად“ , - აცხადებს ნათია ლაბაძე, „გრადა პანორამას“ გაყიდვების უფროსი.

„გრადა 6 წელია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ამ დროის მანძილზე არაერთი მასშტაბური პროექტიც განახორციელა. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შსაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ მათ ახალ პროექტს - „გრადა პანორამას“, რომელიც ისეთ სივრცეებს გააერთიანებს, როგორიცაა საბავშვო ინფრასტრუქტურა, დასასვენებელი სივრცეები, ველოსადგომი და სხვ. საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ამ მიმართულებით ბიზნესის მხარდაჭერას და გვჯერა, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება დადებითად აისახება როგორც ბიზნეს გარემოზე, ასევე ზოგადად ქვეყნის ეკონომიკაზე“, - აცხადებს „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული საბანკო მომსახურების დირექტორის მოადგილე, ვალერი ნარსია.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი