უკან
უახლესი ამბები
- 25.04.2024 13:43საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს
- 25.04.2024 12:59საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
- 25.04.2024 11:11ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“
- 25.04.2024 10:43ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
არქივი
მსოფლიო
10 ნოემბერი, 2020 12:00
დემონსტრანტების მიერ ნაცემი სომხეთის პარლამენტის სპიკერი საავადმყოფოში გადაიყვანეს
სომხეთის პარლამენტის სპიკერი, არარატ მირზოიანი, დემონონსტრანტებმა მანქანიდან გადმოიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, Facebook-მიმართვისას თქვა, რომ მირზოიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა თავდასხმის შედეგად მძიმედ დაშავდა და ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა.
შეგახსენებთ, რომ 11 ნოემბერს ფაშინიანმა, აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებთან ერთად, მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოაწერა ხელი. ადგილზე რუსული "სამშვიდობო" ძალები უნდა შევიდნენ.
გადაწყვეტილების მიღებიდან მალევე, დემონსტრანტები, რომელთა ნაწილი ფაშინიანის გადადგომასაც მოითხოვს, ჯერ მთავრობის სახლში, შემდეგ კი პარლამენტში შეიჭრნენ.