უახლესი ამბები
- 25.04.2024 12:59საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
- 25.04.2024 11:11ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“
- 25.04.2024 10:43ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
არქივი
კომენტარი
გადატანილი ოპერაციის შემდეგ დამზოგავ რეჟიმში ჰქონდა კვება, ეს არც მარხვაა და არც შიმშილობა - მეუფემ იოანე
ვიცით, რომ შიმშილობას ადგილი არ ჰქონია, გადატანილი ოპერაციის შემდეგ დამზოგავ რეჟიმში ჰქონდა კვება, ეს არც მარხვაა და არც შიმშილობა, - ამის შესახებ ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანე გამრეკელმა ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განუცხადა.
„შიმშილობა არ არის მარხვა, მარხვა სულ სხვა რამეა, ეს ერთი. მეორეც ერთი, ვიცით, რომ შიმშილობას ადგილი არ ჰქონია, გადატანილი ოპერაციის შემდეგ დამზოგავ რეჟიმში ჰქონდა კვება, ეს არც მარხვაა და არც შიმშილობა, ეს მისი ჯანმრთელობისთვის იყო განკუთვნილი. ცნობილია უკვე საექიმო დასკვნები, კუჭის ოპერაცია გაიკეთა და არ შეუძლია საკვების დიდი რაოდენობით მიღება. ოპერაცია გაიკეთა დასავლეთში, ამიტომ დასავლეთმა იცის ეს და ეთანხმება რომ ეს არ იყო არც შიმშილი... მეუფე ეტყობა ინფორმირებული არ იყო, ეს მისი კერძო აზრი იყო, რადგან მან ახსენა, რომ პატრიარქის კურთხევით აკეთებს ყველაფერს, ამიტომ საპატრიარქო უნდა გამოხმაურებოდა, რომ ეს სიტყვები პატრიარქის კურთხევით არ იყო ნათქვამი“, - განაცხადა მეუფე იოანემ.