უკან

პოლიტიკა

29 ოქტომბერი, 2020 17:25
font-size

მზად ვართ ეკონომიკური, კრიმინოგენული და კორონა კოლაფსიდან ქვეყანა ვიხსნათ - გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა და მხარდაჭერებს სამომავლო გეგმებსა და არჩევნებში მონაწილეობის აუცილებლობაზე ისაუბრა.

ვაშაძის განცხადებით, მისი მთავარი ამოცანა ქვეყნის აღმშენებლობა იქნება, სადაც საქართველოს თითეული მოქალაქე საკუთარ თავზე იგრძნოს, რომ ქვეყანა წინ მიიწევს და მათ პერსპექტივა გააჩნიათ სწორედ ამ ქვეყანაში.

პარტიის პრემიერობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილს აფრთხილებს, არ გაბედოს არჩევნების გაყალბება.
"ჩვენ ერთად დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი კამპანია - აღმშენებლობის, საქმის კეთებისა და საქმეზე ორიენტირებულობის კამპანია. ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც ნიჰილიზმს იყო მიცემული ვუთხარით, რომ საქართველოს პერსპექტივა გააჩნია, ჩვენ გვჯერა ამ პერსპექტივის და ამ არჩევნებში აუცილებლად გავიმარჯვებთ. 31 ოქტომბერი, ეს არის გადამწყვეტი დღე და ყველას მინდა მოგიწოდოთ: თქვენი ერთი ხმა საქართველოს ბედს წყვეტს, თქვენი ერთი ხმა არის ის მნიშვნელოვანი ხმა, რომლითაც თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ საქართველოს მომავალი არა მხოლოდ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, არამედ განსაზღვროთ შემდგომი ათწლეულები, თქვენზეა დამოკიდებული ჩვენ წავალთ წინ თუ წავალთ უკან, დავიწყებთ ახალი განვითარების ეტაპს თუ ჩავიძირებით ღრმა ჭაობში. ახლა თქვენს ხელშია ეს გადაწყვეტილება და დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად გაიმარჯვებს აღმშენებლობის იდეა”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ისნელებს თბილი შეხვედრების, დამოკიდებულებისა და მხარდაჭერის გამო.

„ჩვენ შევძელით, რომ ეს ნდობის ველი გაგვება ერთმანეთში. მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ სწორედ აი, ეს ნდობის ველი იქნება ის ფუნდამენტი, რაზეც ჩვენ ავაშენებთ ახალ, ძლიერ და ერთიან საქართველოს, სადაც ყველა ადამიანს ექნება თავისი ღირსეული ადგილი, თითოეული მოქალაქე თავს იგრძნობს ამაყად, როგორც საქართველოს შვილი. აღმშენებლობა, ეს არის იდეა, რომელსაც ჩვენ დაპირისპირების საპირწონედ გთავაზობთ, სწორედ ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რა გვინდა ქვეყანაში? გვინდა გავაგრძელოთ ეს დაპირისპირება, ურთიერთ გაუტანლობა, მუდმივი შუღლი თუ გვინდა, რომ საქმეზე, ქვეყნის განვითარებასა და აღმშენებლობაზე ვიყოთ კონცენტრირებულები. დიახ, ამიტომაც არის, რომ ყველა ოპოზიციური პარტია ერთად დგას”,- აღნიშნა ვაშაძემ.

მისი განცხადებით, "სტრატეგია აღმაშენებელის" გუნდის მიზანი ხალხისთვის მსახურებაა.

„ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე იგრძნოს, რომ ქვეყანა წინ მიდის, მათ აქვთ პერსპექტივა ამ ქვეყანაში, რომ რაც შეიძლება მეტი დასაქმებული ადმიანია, რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია შემოდის და რაც შეიძლება მეტი პრობლემა იქნება გადაწვეტილი. სამი დიდი კოლაფსური სიტუაცია, რაც ჩვენ გვაქვს: 1. ეკონომიკური კოლაფსი; 2. კრიმინოგენული კოლაფსი; 3. კორონა კოლაფსი; სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენ მზად ვართ ამ კოლაფსიდან გამოვიყვანოთ სამივე მიმართულებით ქვეყანა, აღვადგინოთ ჩვენი ეკონომიკა და განვავითაროთ, დავამარცხოთ კრიმინალი ქვეყანაში და შევზღუდოთ კორონავირუსის განვითარება, რომ ადამიანები არ კვდებოდნენ დღეს ხელისუფლებაში მყოფი უპასუხისმგებლო ადამიანების გამო. დამერწმუნეთ და გულწრფელად გეუბნებით, რომ ერთადერთი მიზანი, რაც ჩვენ გვაქვს და გვამოძრავებს, არის შევცვალოთ ის უსამართლო სიტუაცია, რაც ქვეყანაშია, დავამარცხოთ უსამართლობა“, - განაცხადა ვაშაძემ.

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი

18 აპრილი, 2024 , 19:05

ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური გავლენის“ შესახებ  კანონის ხელახლა დაინიცირების გამო, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო

“ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის” - ექვსი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

18 აპრილი, 2024 , 18:29

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები – „ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „სტრატ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი