უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

12 მაისი, 2023 14:32
font-size

ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძისთვის პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციაზე უარის თქმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნებს არღვევს - IDFI

თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრების - ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძისთვის პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციაზე უარის თქმა, არღვევს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნებს და აფერხებს საპარლამენტო პლურალიზმის განვითარებასა და გაძლიერებას.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს პარლამენტის ორ დეპუტატისთვის, პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების” დაფუძნებაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნებს.

„2023 წლის 8 მაისს საქართველოს პარლამენტმა ორი ახალი პოლიტიკური ჯგუფი შექმნა, თუმცა უარი თქვა მესამე პოლიტიკური ჯგუფის შექმნაზე. პოლიტიკური ჯგუფის შექმნის მოთხოვნით საპროცედურო საკითხთა კომიტეტს პარლამენტის წევრებმა - ხატია დეკანოიძემ და რომან გოცირიძემ მიმართეს. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა განმარტებით, ვინაიდან მითითებული დეპუტატები არჩეულ იქნენ საარჩევნო ბლოკის („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“) სიით მათ რეგლამენტი პოლიტიკური ჯგუფის შექმნის უფლებას არ ანიჭებს.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 228 პრიმა მუხლის პირველი პუნქტი ადგენს საპარლამენტო ჯგუფის ინსტიტუტს და განსაზღვრავს ამ უფლებით მოსარგებლე სუბიექტს, რომელსაც საქართველოს პარლამენტის ნებისმიერი ორი წევრი წარმოადგენს. აღნიშნული მუხლის დარჩენილი ნორმები აწესრიგებს ამ უფლებით სარგებლობის წესს, მათ შორის, ადგენს გარკვეულ შეზღუდვებსა და პირობებს. სხვაგვარად, ნებისმიერი ორი დეპუტატის უფლება შექმნას პოლიტიკური ჯგუფი შესაძლოა შეიზღუდოს ამავე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობისას.

228-ე მუხლის მე-5 პუნქტი, აგრეთვე, ამ მუხლის, ან ზოგადად რეგლამენტის არცერთი დებულება არც პირდაპირ და არც ირიბად არ მიუთითებს საარჩევნო ბლოკით არჩეული პარლამენტის წევრთა მიერ პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შეზღუდვაზე. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა განმარტება, რომ რეგლამენტის 228 პრიმა მუხლის პოლიტიკური ჯგუფის შექმნის უფლებას არ ანიჭებს საარჩევნო ბლოკის სიით გასულ დეპუტატებს, ჩვენი აზრით, რეგლამენტის მითითებული მუხლის სტრუქტურის მცდარ ანალიზს ეფუძნება. კერძოდ, რეგისტრაციაზე უარის თქმის მხარდამჭერებმა ვერ/არ გაიზიარეს, რომ უფლების 228 პრიმა მუხლის მე-5 პუნქტი არის უფლების შემზღუდავი ნორმა და ის ფაქტი, რომ მასში არ არის მოხსენიებული საარჩევნო ბლოკი, გამორიცხავს ამ შეზღუდვის საარჩევნო ბლოკით არჩეულ დეპუტატებზე გავრცელებას”, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანალიზი ვრცლად იხილეთ აქ: https://bit.ly/3I5QZkK

ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი

18 აპრილი, 2024 , 19:05

ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური გავლენის“ შესახებ  კანონის ხელახლა დაინიცირების გამო, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო

“ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის” - ექვსი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

18 აპრილი, 2024 , 18:29

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები – „ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „სტრატ

პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას - ერთ პიროვნებაზე იძახდით, გარბის საქართველოდან, გაფრინდაო, ახლა ამბობთ, შემოდის და აქ აბანდებსო, გაერკვიეთ, რა გინდათ

18 აპრილი, 2024 , 14:47

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ოფშორიდან კომპანიები თუ არ შემოვლენ, ქვეყანას არც ზარალი ექნება და არც მოგება, მაგრამ თუ საქართველო შეძლებს კომპანიების დაინტერესებას,

ივანიშვილი იღებს ზომებს, სანქციების შემთხვევაში ფული საქართველოში გადაიტანოს - ევროპარლამენტარი

18 აპრილი, 2024 , 13:57

ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებს: სანქციების შემთხვევაში, მან თავის ფული საქართველოში უნდა გადაიტანოს, - წერს სოციალურ ქსელში, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. „ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებ

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია - სალომე ზურაბიშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:41

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „გენდერული კვოტირებ

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს - თინა ბოკუჩავა

18 აპრილი, 2024 , 13:30

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს, - ასე მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წევრებს, სა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი