უკან

კომენტარი

22 ნოემბერი, 2021 22:34
font-size

მე პირადად ვიმყოფებოდი გორის ჰოსპიტალში გადაყვანის ღამეს და გავეცანი იმ მდგომარეობას, სადაც იმყოფება პატიმარი - იუსტიციის მინისტრი

იუსტიციის მინისტრმა მსჯავრდებულ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და გორის ჰოსპიტალში არსებულ პირობებზე „იმედის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

რატი ბრეგაძის თქმით, ის იმყოფებოდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში და პირადად გაეცნო იქ არსებულ ვითარებას.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში. მე პირადად ვიმყოფებოდი გადაყვანის ღამეს და გავეცანი იმ მდგომარეობას, სადაც იმყოფება პატიმარი. გავესაუბრე ექიმებსაც“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ უწყებას, რომლებიც მონაწილეობდნენ მსჯავრდებულ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის პროცესში:

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო, პირველ რიგში, ექიმებს, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ჩვენს ყველა ღირსეულ თანამშრომელს, იმისათვის, რომ მთელი ეს გადაყვანის პროცესი წარიმართა წარმატებით და მშვიდობიანად“.

იუსტიციის მინისტრის თქმით, მას მუდმივი კომუნიკაცია აქვს სამედიცინო პერსონალთან, რომელიც მსჯავრდებულს მკურნალობს.

„მიმდინარეობს ორი პარალელური პროცესი – შიმშილობის შემდგომი კვების განახლება და სიმპტომატური მკურნალობა. ბოლო ინფორმაციის თანახმად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური და დამაკმაყოფილებელი“, – განაცხადა მინისტრმა.

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი