უკან

საზოგადოება

25 აგვისტო, 2016 16:20
font-size

თბილისში თელავივის მაქაბის ლეგენდარული მოთამაშეებისა და თბილისის დინამოს ვეტერანთა ამხანაგური თამაში ჩატარდება

24 აგვისტოს თელავივის კალათბურთის გუნდის „მაქაბის“ ლეგენდარული ვეტერანი წევრები საქართველოს ეწვივნენ.

დორონ ჯამჩი, ტალ ბროდი, ალონ ბებ ზაკენ, ერან ბერგშტეინ, დანი გუტ, გურ ამსტერდამერ, ზახი ბუტბიკა, ლიორ გურშონოვიჩ, რონი ბუსანი, მოტი ბენ დავიდ, ოლსი პერი, დავიდ ქვოდი, დანი ფედერმანი თბილისში სპეციალურად, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის მოწვევით, ჩამოდიან და დღეს თავისუფლების მოედანზე ისრაელური ინვესტიციით აშენებული „Rustaveli Boutique Hotel“-ის გახსნაში მიიღებენ მონაწილეობას, ხვალ კი თბილისის ახალ სპორტის სასახლეში ცნობილ ქართველ ვეტერან კალათბურთელებთან ამხანაგურ მატჩს გამართავენ.

ქართული მხრიდან ითამაშებენ ნოდარ ქორქია, ნიკოლოზ დერიუგინი, თამაზ ჩიხლაძე, პაატა გურასპაული, გია სანაძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, გივი ბიჭიაშვილი, ზაზა ღონღაძე.

ამხანაგური მატჩის დაწყებამდე ისრაელური კომპანია „ლა ბელ სპორტის“ მოცეკვავეთა ჯგუფი ზუმბას იცეკვებს, ქართველი მომღერლები კი რამდენიმე ებრაულ და ქართულ სიმღერას შეასრულებენ.

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის თაოსნობით, სპეციალურად ამ დღისთვის დამზადდა მაისურები ისრაელისადმი სოლიდარობის გამომხატველი წარწერით.

ღონისძიებას დაესწრებიან ისრაელის დელეგაციისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ხოლო მატჩს ისრაელის ტელევიზია პირდაპირ ეთერში გადასცემს.

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტის, იციკ მოშეს თქმით, თელავივის „მაქაბი“ ერთ-ერთი გამორჩეული ისრაელური ბრენდია და მისი ლეგენდარული წევრების საქართველოში ვიზიტი ორი ქვეყნის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ჟესტია.

“ის, რომ „მაქაბის“ მსოფლიო სახელები მონაწილეობას მიიღებენ ისრაელური ინვესტიციით შექმნილ სასტუმროს გახსნაში, ეს ისრაელური პროექტებისა და საქართველოს ბიზნეს გარემოს მხარდაჭერის გამოხატულებაა“ - აცხადებს იციკ მოშე.

ახალ სპორტის სასახლეში (უნივესიტეტის ქუჩა N15ა) თამაში ხვალ 16:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია.

ცნობისთვის: თელავივის კალათბურთის გუნდი „მაქაბი“ მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. მას ისრაელის 60 ჩემპიონატიდან 51 თამაში აქვს მოგებული, არის ევროპის ექვსგზის ჩემპიონი, ხოლო ევროპულ გუნდებს შორის 9-ჯერ ეკავა მეორე ადგილი.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი