უკან
საზოგადოება
11 აპრილი, 2018 14:00
„თბილსერვის ჯგუფი“ ვაკის პარკში დასუფთავების სამუშაოს ახორციელებს
„თბილსერვის ჯგუფის“ ორგანიზებით ვაკის პარკის ტერიტორიაზე დასუფთავების მასშტაბური სამუშაოები, ე.წ. შაბათობა მიმდინარეობს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, შაბათობა ვაკის პარკში რამდენიმე დღე გაგრძელდება. დასუფთავების სამუშაოების გარდა, შეიღებება პარკის ტერიტორიაზე არსებული სანათი ბოძები, ასევე, მოწესრიგდება და შეიცვლება დაზიანებული სანათი მოწყობილობები.
სამუშაოებში ჩართულია „თბილსერვის ჯგუფის“ დასუფთავებისა და გარე განათების სამსახურის თანამშრომლები. ადგილზე ასევე, მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა.