უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

24 აგვისტო, 2021 10:27
font-size

თეა ახვლედიანი აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაიაში იმყოფებოდა.

უწყების ინფორმაციით, გამყოფი ხაზის სოფლებში თეა ახვლედიანმა მოსახლეობას შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პროცესში განსაზღვრული სამომავლო გეგმები და სახელმწიფო მინისტრის აპარატის ახალი ინიციატივები გააცნო, არსებული საჭიროებები მოისმინა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მათი მოგვარების გზებზე იმსჯელა.

მათვე ინფორმაციით, შეხვედრებზე განიხილეს COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი ვითარებაც.

სახელმწიფო მინისტრმა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ვაქცინაციის პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ადგილობრივ მოსახლეობას სამედიცინო პირბადეები გადასცა.

„ჩართულობისა და შერიგების პოლიტიკის განხორციელების პროცესში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევების გამოვლენა და ანალიზი, მათზე სათანადო რეაგირება. სწორედ ამ მიზნით, ვიმყოფებოდით სამეგრელოში, სადაც შეხვედრები გავმართეთ როგორც ზუგდიდის, ასევე წალენჯიხის მუნიციპალიტეტების სოფლებში. მოსახლეობასთან მსჯელობისას უმნიშვნელოვანეს თემას წარმოადგენდა ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების განხილვა და კოვიდინფექციის პრევენციის მიზნით მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის მნიშვნელობა. ამავდროულად, განვიხილეთ სახელმწიფო მინისტრის აპარატის ახალი ინიციატივები და ხედვები, რომელთა შემუშავების პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანია უშუალოდ მოსახლეობისგან მოვისმინოთ მოსაზრებები“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა.

გასულ კვირას ენგურის ხიდზე რუსულნომრიანი სატვირთოების აქტიური მოძრაობა შეინიშნებოდა - `დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი`

22 მარტი, 2024 , 12:02

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასულ კვირას ოკუპირებულ გალის რაიონში, ენგურს გაღმა, სამეგრელოს მიმართულებით და უკან, შეინიშნებოდა რუსულნომრიანი სატვირთო მანქანების აქტიური

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუს-ი

15 იანვარი, 2024 , 12:42

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ

აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

14 დეკემბერი, 2023 , 15:02

ამერიკის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თვაურების, ოძისისა და გორაკას სოფლებში ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის პატრულირებაზე ელჩი დანიგანი ევროკავში

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ხატია დეკანოიძე

11 დეკემბერი, 2023 , 12:09

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, თემურ კარბაიას მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ

დღეს ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა

29 ნოემბერი, 2023 , 18:00

დღეს, რამდენიმე საათის განმავლობაში სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა ,- ინფორმაცია და კადრები ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ა

გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური დახმარება გაეწევა და სტუდენტების 2023-2024 სასწავლო წლის დაფინანსება გაგრძელდება - სახელმწიფო მინისტრის აპარატი

24 ნოემბერი, 2023 , 14:31

გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური დახმარება გაეწევა და სტუდენტების 2023-2024 სასწავლო წლის დაფინანსება გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და ს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი