უახლესი ამბები
- 04.03.2021 21:18არ მიმაჩნია მიზანშეწონილად დღეს, საუბარი იმაზე, ვადამდელ არჩევნებამდე, როგორი გზით მივალთ და რაიმე გადაწყვეტილების დაბლოკვა - სალომე სამადაშვილი
- 04.03.2021 20:16საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და აშშ-ის თავდაცვის მდივანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
- 04.03.2021 19:17არაფერს დავთმობთ პრინციპულს, მოლაპარაკებებში გადაწყვეტილებებს მიხეილ სააკაშვილი არ იღებს - ელენე ხოშტარია
- 04.03.2021 19:00პლებისციტი არის დავის გადაჭრის ძალიან დემოკრატიული გზა - ბადრი ჯაფარიძე
- 04.03.2021 18:48დავით ზალკალიანი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შეხვდა
- 04.03.2021 18:25ახლა მთავარია, ივანიშვილი სააკაშვილის ჯინაზე პლებისციტს დათანხმდეს - გიგა ბოკერია
არქივი
პოლიტიკა


თეა წულუკიანი 6 წელია, შეუცვლელია, ის შავი სამუშაოს შემსრულებელია - რომან გოცირიძე
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ ხელისუფლება პარლამენტის საგამოძიებო კომისიების შექმნის სელექციურ შერჩევაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის მსგავსად, 2 კვირის წინ „ენმ“-მ მოითხოვა კომისიის შექმნა პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზეც, თუმცა ამ ინიციატივას უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა.
მისივე თქმით, ხელისუფლება ხორავას ქუჩის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხოლოდ საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად დათანხმდა, თუმცა შეეცდება, რომ ამ ხერხით საქმემ აქტუალობა დაკარგოს.
გოცირიძემ ასევე მოითხოვა იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადადგომა და აღნიშნა, რომ უწყების ხელმძღვანელი „შავი სამუშაოს შემსრულებელია“.
„რამდენი ათასი ადამიანი უნდა გამოვიდეს ქუჩაში, რომ თქვენ იძულებული გახდეთ, შექმნათ დროებითი საგამოძიებო კომისია. ორი კვირის წინ ქალბატონმა სალომემ [სამადაშვილმა], რომელიც ამ ტრიბუნაზე იდგა, წარმოგვიდგინა მაჩალიკაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც ერთსულოვნად ჩააგდეთ. ახლა თქვენ მეორე კომისიას უჭერთ მხარს.
რომ წარმოვადგინოთ ხელახლა, დაუჭერთ თუ არა მაჩალიკაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით კომისიის შექმნას მხარს? რატომ ხდება კომისიის შექმნის სელექციური შერჩევა, ორივე შვილმკვდარი მამა ხო ერთსა და იმავე მდგომარეობაშია, ანუ ეს კომისია იმიტომ იქმნება, რომ გაიძულათ საზოგადოებრივმა პროტესტმა, მაგრამ ამავე დროს გინდა გამოიყენოთ, როგორც ხრიკი, როგორც ფანდი ვითარების დეაქტუალიზაციისა და თქვენ მიერ შექმნილი უსამართლო და ძალადობრივი სისტემის გადარჩენისა.
ჩვემ კი არა, მთელი საზოგადოება და არასამთავრობო სექტორი ითხოვს წულუკიანის გადაყენებას. მინისტრი 6 წელია, შეუცვლელია. ყველა მინისტრი შეიცვალა, 5-ჯერ შეიცვალა ინფრასტრუქტურის მინისტრი და პროკურორი მეხუთეჯერ ინიშნება, მაგრამ ერთადერთი შეუცვლელი კადრი არის ქალბატონი წულუკიანი, რომელიც შავი სამუშაოს შემსრულებელია. მთელი ეს პროცესი მიმართულია იქითკენ , მათ შორის ეს კომისია, რომ მოხდეს დროის გაჭიანურება და ხელუხლებელი დარჩეს ეს სისტემა, რომლის დამსხვრევასაც ითხოვს ქუჩაში გამოსული ხალხი“, -განაცხადა გოცირიძემ.
საკვანძო სიტყვები:

საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და აშშ-ის თავდაცვის მდივანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
4 მარტი, 2021 , 20:16
არაფერს დავთმობთ პრინციპულს, მოლაპარაკებებში გადაწყვეტილებებს მიხეილ სააკაშვილი არ იღებს - ელენე ხოშტარია
4 მარტი, 2021 , 19:17
პლებისციტი არის დავის გადაჭრის ძალიან დემოკრატიული გზა - ბადრი ჯაფარიძე
4 მარტი, 2021 , 19:00

ახლა მთავარია, ივანიშვილი სააკაშვილის ჯინაზე პლებისციტს დათანხმდეს - გიგა ბოკერია
4 მარტი, 2021 , 18:25

მე მოცეკვავე არ ვარ, მაგრამ ვმღეროდი ქართულ ხალხურ სიმღერებს და ვიცი, რომ მრავალხმიანობა მნიშვნელოვანია - შალვა პაპუაშვილი ერთპარტიულობაზე
4 მარტი, 2021 , 17:15

თუ ანაკლიის პორტის აშენება მართლა სურთ, შეწყვიტონ აბსურდული საქმე, დაარწმუნონ ინვესტორი პორტის აშენების განზრახვის სერიოზულობაში - გიგლა მიქაუტაძე
4 მარტი, 2021 , 16:55