უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 ივნისი, 2021 12:06
font-size

თეა წულუკიანი ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრს ეწვია

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ ორგანიზაციებთან შეხვედრების ფარგლებში სსიპ ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრს ეწვია.

მინისტრი ადგილზე გაეცნო ცენტრის წინაშე მდგარ გამოწვევებს და ცენტრის ხელმძღვანელობასთან ერთად მათი გადაწყვეტის გზებზე იმსჯელა.

„2004-2010 წლებში ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით ჯანსუღ კახიძის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. ჩატარდა 2002 წლის მიწისძვრის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანებული შენობის გამაგრება და მისი იზოლირება გრუნტის წყლებისგან, გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემების სრული რეაბილიტაცია, შენობის ფასადის ხელახალი მოპირკეთება, ისტორიული მნიშვნელობის მქონე, 1914 წელს იტალიელი მხატვრის მიერ მოხატული უნიკალური ფოიეს რესტავრაცია და ა.შ. ამავე პერიოდში მოხდა თბილისის სიმფონიური ორკესტრისთვის ახალი, ძვირადღირებული მუსიკალური საკრავების შეძენა, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მუსიკოსების საშემსრულებლო დონის ამაღლებასა და ორკესტრის საერთო ჟღერადობის გაუმჯობესებას, თუმცა დღეისათვის შენობის ინტერიერის ნაწილი განახლებას საჭიროებს. მინისტრმა მუსიკალური ცენტრის ხელმძღვანელს დახმარება აღუთქვა არსებული გამოწვევების დაძლევაში, წარმატება უსურვა შემოქმედებით საქმიანობაში და აღნიშნა, რომ სამინისტრო მუსიკალური ფესტივალების, მათ შორის კლასიკური მუსიკის ფესტივალის მხარდაჭერას გააგრძელებს“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

ოტო მოტორსი ფართოვდება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

16 აპრილი, 2024 , 16:33

საქართველოს ბანკი, ბიზნესების გაძლიერებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ოტო მოტორსი წეროვანში სასაწყობე სივრცეს აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარია, სა

მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი, მშვიდობიან ფორმებში გამოხატონ პროტესტი, დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს - შსს

16 აპრილი, 2024 , 15:53

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველები კვლავ რჩებიან რუსთაველის გამზირზე და ადგილზე მართლწესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, ა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი