უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

12 ივნისი, 2021 11:45
font-size

თეა წულუკიანი გელათის სამონასტრო კომპლექსში იუნესკო-ს უცხოელი ექსპერტების ვიზიტის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი გელათის სამონასტრო კომპლექსს ესტუმრა და იუნესკოს ექსპერტების საქართველოში ვიზიტისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

სამინისტროს ინიციატივით, გელათის ძირითად ტაძარში კედლის ფერწერის სრულფასოვნად შესასწავლად ინტერიერში, ხოლო სახურავის შესასწავლად – გარე პერიმეტრზე, ხარაჩოები აღიმართა, რათა უცხოელ სპეციალისტებს ადგილზე არსებული მდგომარეობის შესწავლის საშუალება მიეცეთ.
უწყების ცნობით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დიდი ძალისხმევის შედეგად, მალე საქართველოს იუნესკოს ექსპერტთა ჯგუფი ეწვევა. იუნესკო-ს ექსპერტები გელათის ტაძარზე 2008 წელს შედგენილი პროექტის მიხედვით ჩატარებული ძირითადი ტაძრის გადახურვის სამუშაოების დროს დაშვებული ხარვეზების შედეგად შექმნილ მდგომარეობას შეისწავლიან და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემენ. იმავე მიდგომით მოხდება კედლის ფერწერის დაზიანებული ნაწილების შესწავლა და ზიანის გამოსწორების მიზნით სამოქმედო გეგმის დასახვა.

სწორედ უცხოელი ექსპერტების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, ქართველი სპეციალისტების ჩართულობით განისაზღვრება გელათის სამონასტრო კომპლექსის წინაშე მდგარი გამოწვევების აღმოფხვრის შემდგომი სამოქმედო გეგმა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მიმდინარე წლის აპრილიდან არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული მდგომარეობის შესწავლისა და პრობლემების აღმოფხვრის მიზნით. სამინისტროსთან შეიქმნა არქიტექტორ-რესტავრატორთა სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს. პარალელურად შეიქმნა კედლის მხატვრობის რესტავრატორთა ჯგუფი დაზიანებული ფერწერის შესანარჩუნებლად.

სამინისტროსა და არქიტექტორ-რესტავრატორების კოორდინირებული მუშაობის შედეგად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაევალა და სააგენტომ სამუშაო ჯგუფს მიაწოდა გელათის ძირითადი ტაძრის გადახურვის 2008 წელს შედგენილი პროექტი და შემდეგ წლებში ჩატარებული სამუშაოების ამსახველი დოკუმენტაცია. ამ მასალიდან სამინისტროსა და არქიტექტორ-რესტავრატორების მიერ შედგა იმ დოკუმენტების ნუსხა, რომელიც წინასწარი შესწავლისთვის იუნესკო-ს ექსპერტთა ჯგუფს გაეგზავნა.

ამასთან, მიმდინარე წლის 8 აპრილს არქიტექტორ-რესტავრატორთა ჯგუფმა ძირითადი ტაძრის სახურავის ერთ-ერთ მონაკვეთზე წითელი მოჭიქული კრამიტის ნიმუშები აიღო ექსპერტიზაზე გადაგზავნის მიზნით, ვინაიდან, როგორც სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე გაირკვა, ე.წ. წითელი კრამიტის სახურავზე დაგებამდე მას სამხარაულის ექსპერტიზა არ ჩატარებია. ე.წ. წითელ კრამიტზე ექსპერტიზის პასუხი და 2008-2020 წლების დოკუმენტების კვლევა აუცილებელია უცხოელ ექსპერტთა ვიზიტის სათანადოდ მოსამზადებლად.

გარდა ამისა, სამინისტროში მიმდინარე წლის 25 მაისს ხელოვნებათმცოდნეებსა და კედლის მხატვრობის რესტავრატორებთან გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ იუნესკო-ს ექსპერტთა ჯგუფის ჩამოსვლამდე, ასევე სახურავის გამოცვლამდე (რაც ხანგრძლივი პროცესია) დაზიანებული ფრესკების შესანარჩუნებლად უნდა ჩატარდეს ნალესობისა და ფერწერის ფენის კვლევა; კვლევის პარალელურად, ქართველი პროფესიონალი რესტავრატორების მეშვეობით, რეგულარულად განხორციელდეს დაზიანებული ფრესკებიდან გამომარილების პროცესის შედეგად წარმოქმნილი მარილის მოხსნა იმ ადგილებში, სადაც ეს ფერწერის დაზიანების გარეშე ჯერ კიდევ შესაძლებელია; ასევე განხორციელდეს დაზიანებული ფერწერული ფენიდან ქიმების ნალესობის მოხსნა იმ შემთხვევებში, როცა ამგვარი ნალესობა დაზიანებული ფერწერული ნაწილის კედლიდან მოწყვეტის საშიშროებას ჰქმნის.

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი