უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

2 დეკემბერი, 2019 17:45
font-size

თეა წულუკიანი ჰააგის სასამართლოს თავმჯდომარესა და განმწესრიგებელს შეხვდა

ვიცეპრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, იუსტიციის სამინისტროს დელეგაციასთან ერთად მნიშვნელოვანი ვიზიტით ჰააგაში იმყოფება. თეა წულუკიანი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრ სახელმწიფოთა მე-18 ასამბლეაში მონაწილეობს. ასამბლეის ფარგლებში მინისტრმა შეხვედრები გამართა ჰააგის სასამართლოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან − სასამართლოს თავმჯდომარე ჩილ ებო-ოსუჯისა და სასამართლოს განმწესრიგებელ პიტერ ლუისთან.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოსა და ჰააგის სასამართლოს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. სასამართლოს ხელმძღვანელებმა საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადეს საქართველოს მიერ სასამართლოს მხარდაჭერისა და გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის. შეხვედრის ფარგლებში მხარეები შეჯერდნენ საზოგადოების ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების პროცესში მჭიდრო კოორდინაციის აუცილებლობაზე.

დღესვე თეა წულუკიანი სიტყვით გამოვა ასამბლეის პლენარულ სხდომაზე. მინისტრი საქართველოს სახელით ჰააგის სასამართლოს წევრი სახელმწიფოების წინაშე გააკეთებს განცხადებას იმის შესახებ, რომ ჩვენი ქვეყანა მზადაა, წარადგინოს საკუთარი კანდიდატი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე 2020 წელს.

როგორც ცნობილია, მომავალი წლის დეკემბერში ჰააგის სასამართლო 6 ვაკანტურ ადგილზე მოსამართლეებს სხვადასხვა რეგიონიდან შეარჩევს. საქართველო მოსამართლეობის კანდიდატის წარდგენას აღმოსავლეთ ევროპის კვოტით აპირებს.

ჰააგაში ვიზიტის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრი პროკურორ ფატუ ბენსუდასაც შეხვდება.

მინისტრთან ერთად საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ბექა ძამაშვილი, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი გიორგი შარვაშიძე და საელჩოს სამართლებრივი მრჩეველი გიორგი ნაკაშიძე. საქართველოს დელეგაცია აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ასამბლეის ფარგლებში გამართულ პლენარულ სხდომებსა და სამუშაო ჯგუფებში.

დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

25 თებერვალი, 2020 , 17:44

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ წარ

შექმნილი სიტუაციის გამო, ხელისუფლება ცაიტნოტშია და დგას დიდი დილემის წინაშე - გელა კვაჭანტირაძე

25 თებერვალი, 2020 , 16:25

დამოუკიდებელ ექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარემ - გელა კვაჭანტირაძემ ბოლო პერიოდის პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. „ როგორც ცნობილია, უკვე იწურება ის გონივრული ვადა, რომლის შემდეგ ხელისუფლებას

დავით ზალკალიანი შვედ კოლეგას შეხვდა

25 თებერვალი, 2020 , 15:05

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი სეგმენტის სესიის ფარგლებში შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ან ლინდეს შეხვდა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ საგარეო

რა არის მოსალაპარაკებელი? ყველაფერი ცნობილია! - გიგა ბოკერია

25 თებერვალი, 2020 , 11:35

„რა არის მოსალაპარაკებელი? ყველაფერი ცნობილია! თუ რამე გადაწყვეტილება აქვთ ამის შეტყობინების საჯაროდ ან არასაჯაროდ უამრავი გზა არის,“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა

დადგა დრო ნატო-მ უპასუხოს ჩვენს მოთხოვნას ალიანსში გაწევრიანებაზე - გიორგი გახარია

25 თებერვალი, 2020 , 11:15

რუსეთი დღესაც ეწინააღმდეგება საქართველოს სრულფასოვან წევრობას ნატოში; სწორედ ახლა დადგა დრო, ნატომ უპასუხოს ჩვენს მოთხოვნას ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია

შავი ზღვის უსაფრთხოებას არსებითი მნიშვნელობა აქვს გლობალური მშვიდობისთვის, საქართველო კი ერთგულ პარტნიორს წარმოადგენს - გიორგი გახარია

25 თებერვალი, 2020 , 11:15

მეტი საქართველო ნატოში და მეტი ნატო საქართველოში გააძლიერებს შავი ზღვის და დასავლეთის უსაფრთხოებას, ასევე საქართველოს დემოკრატიას და მზარდ ეკონომიკას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ცნობილ ამე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`