უკან

კომენტარი

8 ოქტომბერი, 2019 15:10
font-size

თეა წულუკიანი ოთარ კახიძეს: ” თებერვალში დაუსრულდება სასჯელი მერაბიშვილს და რომ გამოვა, ალბათ მერე მაინც გასცემ პასუხს, თუ რას ატყუებდი, მოემზადე, ლუზერო”

შენ ისეთი დიდი იურისტი ხარ, დიდი დიპლომით, ოთარ, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე პირწმინდად დამარცხდი ჩემ წინააღმდეგ სტრასბურგში და იმედად ისღა დაგრჩა, საკნიდან გაიყვანესო, ამ ეპიზოდსღა ეპოტინები, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატის, ოთარ კახიძის დღევანდელი განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

ოთარ კახიძემ საქართველოს გენერალური პროკურორის, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის იურიდიულ დიპლომთან დაკავშირებით განაცხადა, რომ წულუკიანი ისე დანიშნეს გენერალურ პროკურორად, მას იურისტის დიპლომი არ ჰქონია, ახლა კი მეორე სერიაა.

„მე ასე ვიტყოდი: შენ ისეთი დიდი იურისტი ხარ, დიდი დიპლომით, ოთარ, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე პირწმინდად დამარცხდი ჩემ წინააღმდეგ სტრასბურგში და იმედად ისღა დაგრჩა, საკნიდან გაიყვანესო, ამ ეპიზოდსღა ეპოტინები. იმას მაინც ვერ იძახი, გაიყვანეს და ცემესო, ანდა გაიყვანეს და აწამესო ან კიდევ გაიყვანეს და ცოცხით შეურაცხყვესო, და ეს გწყინს, მაგრამ ვერ იტყვი და რას იზამ.
ვანო პოლიტიკური პატიმარი არ არისო, მისი პოლიტიკური სცენიდან გაყვანის მიზანი საერთოდ არ ჰქონია ხელისუფლებასო, დაკავებაც კანონიერი იყო და პატიმრობაცო, ეს თქვა სტრასბურგმა იმის მიუხედავად, რომ ძალიან დიდი დიპლომი გედო ჯიბეში და არაკომპეტენტურად ცდილობდი სასამართლოს შეცდომაში შეყვანას.

ბევრი ფულიც მიიღე ჰონორარად „საწყალი“ პატიმრისგან და სტრასბურგის სასამართლოს სთხოვდი, ამინაზღაურეთ ეს თანხაო: 202 საათი ვიმუშავე ამ საქმეზე, რაც ჯამში 39 390 აშშ დოლარი დამიჯდაო (საკუთარი თანამებრძოლის დასაცავად, ამის დათვლა მაინც არ დაგეზარა, ბიჭო?)
სასამართლომ სრულად უარყო ეს შენი მოთხოვნა, ბევრ სხვასთან ერთად.

ახლა, რაღა დაგრჩა, აბა. თებერვალში დაუსრულდება მისჯილი სასჯელი მერაბიშვილს და რომ გამოვა, მერე მაინც გასცემ ალბათ პასუხს მას იმის შესახებ, თუ რას ატყუებდი, რაში ვერ და არ დაიცავი და რატომ.
ჰოდა, მოემზადე, ლუზერო!“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

როცა ვსაუბრობთ გამჭვირვალობაზე, ღიაობაზე, წარმოუდგენელია, ამ დროს მოსამართლე ამბობდეს, რომ მისი გადამოწმება არ შეიძლება - ლევან ხაბეიშვილი

25 მარტი, 2024 , 17:22

როცა ვსაუბრობთ გამჭვირვალობაზე, ღიაობაზე, წარმოუდგენელია, ამ დროს მოსამართლე ამბობდეს, რომ მისი გადამოწმება არ შეიძლება, - ამის შესახებ განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა. „ის

მურუსიძე/ჩინჩალაძეს რომ კლანს ეძახით, ჩემთვის არ ნიშნავს, რომ კეთილსინდისიერები არ არიან - მამუკა მდინარაძე

25 მარტი, 2024 , 16:48

სიტყვა კლანი არის გამოგონილი ტერმინი. უკვე ტყუილს შეიცავს თქვენი კითხვა [მიმართავს ჟურნალისტს] და ამიტომ ცოტა რთულია ასე ძალიან დინჯად და რაფინირებულად პასუხების გაცემა, აქ ემოციაც მოდის ხოლმე, - აცხადებს ჟურნალისტებთან

ვინც „ნაცებთან“ დგას, ის ქართველი არ არის - მიხეილ ყაველაშვილი თაკო ჩარკვიანს

22 მარტი, 2024 , 17:29

რაც „ნაცებმა“ გირგვლიანს გაუკეთეს, ამის შემდეგ ციხიდან მიშას გამოშვებას რომ ითხოვ, არ გრცხვენია? - მიმართა პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციონერ დეპ

გუშინ გომელაური გამოვიდა და გარდაცვლილიო... გარდაცვლილი კი არა, ჩემი ძმა რუსმა ოკუპანტებმა ჩაცხრილეს - გივი გინტური

21 მარტი, 2024 , 13:22

გუშინ გომელაური გამოვიდა და გარდაცვლილიო... გარდაცვლილი კი არა, ჩემი ძმა რუსმა ოკუპანტებმა ჩაცხრილეს , - განაცხადა ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ გივი გინტურმა ტელეკომპანია „ ფორმულასთან“ საუბრი

ჩვენ კი არა, აშშ ვერ იცავს საზღვარს ბოლომდე, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა - ვახტანგ გომელაური

20 მარტი, 2024 , 17:52

დაახლოებით 400 კმ-ია საოკუპაციო ხაზი ცხინვალის მიმართულებით. ურთულესია, არაერთხელ მისაუბრია და შეიძლება მეათედ ვსაუბრობ, მისი 100%-იანი გადახურვა ფიზიკურად შეუძლებელია. რაც არ უნდა თანხები, ბიუჯეტი მოგვცენ, რაც არ უნდა გ

ოპოზიციის წარმომადგენლებმა არ იცოდნენ, „ევრონესტის“ ასამბლეაზე ევროპული პერსპექტივის შესახებ რეზოლუციის გატანა თუ იგეგმებოდა - გიორგი ბოტკოველი

20 მარტი, 2024 , 13:13

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით რეზოლუცია , რომელიც „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაზე უნდა დაინიცირებულიყო, დელეგაციის ხელმძღვანელის, მაკა ბოჭორიშვილის მიერ არ იყო შ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი