უკან

პოლიტიკა

3 დეკემბერი, 2019 11:09
font-size

თეა წულუკიანი - საქართველოს აქვს რესურსი, ჰააგაში წარადგინოს შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე კანდიდატი

საქართველო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს წარადგენს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჰააგის სასამართლოს წევრ სახელმწიფოთა რიგით მე-18 ასამბლეის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ჰააგის სასამართლოს მოსამართლის არჩევნები 2020 წლის დეკემბერში გაიმართება, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა რეგიონიდან ექვსი მოსამართლე უნდა აირჩეს.

მათივე ინფორმაციით, საქართველო მოსამართლეობის კანდიდატის წარდგენას აღმოსავლეთ ევროპის კვოტით აპირებს, ვინაიდან გაისად უფლებამოსილების ვადა ჩეხ მოსამართლეს გასდის.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს აქვს რესურსი, წარადგინოს შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე კანდიდატი, რომელიც კონკურენციას გაუწევს სხვა, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კანდიდატებს.

წარმატების შემთხვევაში, საქართველოს ჰააგის სასამართლოში პირველად ეყოლება მოსამართლე, ამისთვის კი, ეროვნულ დონეზე რომის სტატუტისა და ასამბლეის რეზოლუციის მოთხოვნების დაცვით შეირჩევა კანდიდატი, რომელიც აქტიურ საარჩევნო კამპანიას დაიწყებს საერთაშორისო დონეზე.

თეა წულუკიანმა სიტყვით გამოსვლის დროს ასზე მეტი სახელმწიფოს წარმომადგენლებს საქართველოს მხარდაჭერა საჯაროდ სთხოვა, რათა აღმოსავლეთ ევროპიდან სწორედ საქართველოს კანდიდატი აირჩეს 2020 წელს. ჰააგაში მიმდინარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრ სახელმწიფოთა რიგით მე-18 ასამბლეის ფარგლებში, თეა წულუკიანი პროკურორ ფატუ ბენსუდასაც შეხვდება.

მინისტრთან ერთად, საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ბექა ძამაშვილი, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი შარვაშიძე და საელჩოს სამართლებრივი მრჩეველი გიორგი ნაკაშიძე.

გიორგი გახარია უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

6 ივლისი, 2020 , 15:05

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეების შეფასებით, პანდემიის დაწყების შემდეგ საქართვე

საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

6 ივლისი, 2020 , 08:38

საქართველოს 6 ივლისს ვიზიტით ეწვევა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამ

საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

5 ივლისი, 2020 , 10:35

საქართველოს 6 ივლისს ვიზიტით ეწვევა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამ

მოვუწოდებთ თურქეთის ხელისუფლებას, არ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც გაართულებს თურქეთის საგარეო-პოლიტიკურ მდგომარეობას - შალვა ნათელაშვილი

4 ივლისი, 2020 , 15:10

მოვუწოდებთ თურქეთის ხელისუფლებას, არ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც გაართულებს თურქეთის საგარეო პოლიტიკურ მდგომარეობას, მათ შორის საქართველოსთან სამომავლო ურთიერთობაშიც შეიტანს ბზარებს, – ამის შესახებ „ლეიბორ

„ქართული ოცნება” განწირულია ოპოზიციაში გადასვლისთვის - გიორგი კანდელაკი

3 ივლისი, 2020 , 16:55

“რაც უნდათ, ის დაგვიძახონ. ეს ვერ უშველის მათ გარდაუვალი მარცხისგან და ჩვენი ხალხის ნების განხორციელებისგან”, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა. მისი თქმით,

რეფორმები ჩვენი ნორმალური მდგომარეობა უნდა გახდეს - გიორგი გახარია

3 ივლისი, 2020 , 15:20

საპარლამენტო რესპუბლიკა და პროპორციული საარჩევნო სისტემა არის თანამედროვე დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მახასიათებელი, ამან ფუნდამენტურად უნდა შეცვალოს ჩვენი პოლიტიკური ველი, ჩვენი პოლიტიკური კულტურა, - ამის შესახე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე