უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

12 სექტემბერი, 2019 16:05
font-size

თეა წულუკიანი სერბეთის პრემიერს შეხვდა

ქართული დელეგაცია იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით სერბეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის მიზანი სერბეთში ქართული მოდელის საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობაა. საზოგადოებრივი ცენტრის ექსპორტი სერბეთის ქალაქ ლაზარევაცში საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობისა და დახმარების შედეგად განხორციელდა.


ვიზიტის ფარგლებში თეა წულუკიანი სერბეთის პრემიერ-მინისტრ ანა ბრნაბიჩს შეხვდა. თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა მას სერბეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის. მინისტრმა კმაყოფილება გამოთქვა სერბეთსა და საქართველოს შორის ამჟამინდელი ინტენსიური ურთიერთობების გამო და საჯარო ადმინისტრირების სფეროში თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული მხარე მიესალმება სერბეთის მხრიდან საჯარო ადმინისტრირებისა და საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით საქართველოს გამოცდილების გაზიარებას და მზადაა, თანამშრომლობა მომავალშიც გააგრძელოს.

სერბეთის პრემიერ-მინისტრმა სურვილი გამოთქვა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სერბეთს ბიზნესის კეთების რეიტინგის გაუმჯობესებაში დაეხმაროს. მხარეები ამ მიზნით ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ.

სერვისების მიწოდების ქართული მოდელის ექსპორტით სერბეთი რამდენიმე წლის წინ დაინტერესდა. საქართველოსთან ინტენსიური და წარმატებული თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა საზოგადოებრივი ცენტრის სერბული ანალოგი, რომელიც მოქალაქეებს სახელმწიფო სერვისებს სწრაფად და კომფორტულად მიაწვდის. პირველი საზოგადოებრივი ცენტრი სერბეთში ქალაქ ლაზარევაცის მუნიციპალიტეტში გაიხსნება და მას სიმბოლურად საქართველოს იუსტიციის მინისტრი სერბეთის რესპუბლიკის საჯარო ადმინისტრირებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მინისტრ ბრანკო რუჟიჩთან ერთად გახსნის.

ვიზიტის ფარგლებში თეა წულუკიანი სერბეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო მდივანსა და სერბეთის რესპუბლიკაში ევროპის საბჭოს დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდება.

ვისაუბრეთ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა ჩვენი ეკონომიკების თავსებადობა მაღალი იყოს - გიორგი გახარია

16 სექტემბერი, 2019 , 16:30

გიორგი გახარია სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა. ,,ვისაუბრეთ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, როგორც ინსტიტუციონალურ, ასევე, საკანონმდებლო მიმართულებით, რათა ჩვენი ეკონომიკების თ

ჩვენთვის საქართველო არის მოწინავე ქვეყანა აღმოსავლეთ სამეზობლოში, განსაკუთრებით სამართლის უზენაესობის მიმართულებით - იოჰანეს ჰანი

16 სექტემბერი, 2019 , 16:30

„ევროკავშირი და საქართველო ძალიან მჭიდრო პარტნიორები და მეგობრები არიან. ვადასტურებ იმას, რაც ბრძანა პრემიერ-მინისტრმა, ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ უფრო გაღრმავდეს ჩვენი თანამშრომლობა. განსაკუთრებით ისეთი პოტენციალ

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი აღსრულდეს მთელს ოკუპირებულ ტერიტორიაზე - გიორგი გახარია

16 სექტემბერი, 2019 , 16:09

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი აღსრულდეს მთელს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფას, - ამის შესახებ საქართველოს პ

გია ვოლსკიმ თქვა, რომ თურმე ამოცანა ჰქონიათ, არ დაუწესდეს რუსეთს სანქციები - გიგა ბოკერია

16 სექტემბერი, 2019 , 15:50

დღეს მოხდა აღიარებითი ჩვენება, გია ვოლსკიმ თქვა, რომ თურმე ამოცანა ჰქონიათ, არ დაუწესდეს რუსეთს სანქციები, – ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გ

„ევროპული საქართველოს“ მხრიდან დღემდე არ წყდება ქვეყნისა და ხალხისთვის ზიანის მომტანი აქტივობების ინიცირება - გია ვოლსკი

16 სექტემბერი, 2019 , 14:15

საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას არ სჭირდება კარნახი, როგორ და რა გზით უზრუნველყოს ეროვნული ინტერესების დაცვა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე

ისრაელის პრესა: „სკამზე მიწებებულ“ ისრაელის ელჩს შაბთაი ცურს საელჩოდან წასვლა არ სურს

16 სექტემბერი, 2019 , 14:12

ისრაელის გავლენიანი გამოცემა „იედიოთ ახრონოთი“ (14.09.2019) საქართველოში ისრაელის ელჩისთვის, შაბთაი ცურისთვის ამ თანამდებობაზე ვადის 2019 წლის ბოლომდე გახანგრძლივებას უძღვნის სტატიას, სათაურით „მუდმივი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს