უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

4 ივნისი, 2018 14:15
font-size

თეა წულუკიანის კისერზეა, რომ მართლმსაჯულება ჩამოიშალა - ლია მუხაშავრია

უფლებადამცველმა ლია მუხაშავრიამ საქართველოს მთავარი პროკურორის შერჩევის საკითხს გამოეხმაურა. „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში მუხაშავრიამ იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი დაადანაშაულა მართლმსაჯულების სისტემის ჩამოშლაში.

უფლებადამცველმა გააკრიტიკა „ქართული ოცნება“, რომელიც განიხილავს იმას, რომ მთავარი პროკურორი წულუკიანმა აირჩიოს.

„თეა წულუკიანის კისერზეა ის, რომ სასამართლოს დღეს გირგვლიანის მოსამართლე მურუსიძე მართავს, მის კისერზეა, რომ სასამართლო მოქალაქეებისთვის სამართლის პოვნის ადგილად კი არა, უსამართლობის წყაროდ იქცა და მართლმსაჯულება ჩამოიშალა.

წულუკიანის პასუხისმგებლობაა ისიც, რომ პროკურატურა არაპროფესიონალი, უსახური გამომძიებლებითა და მუშაკებითაა დაკომპლექტებული. რატომღაც ამ პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებაში" ვერ ხედავენ და ისევ გვიცხადებენ, რომ თურმე ისევ წულუკიანმა უნდა შეარჩიოს მთავარი პროკურორი.

მინისტრს, რომლის ვერცერთმა კადრმა ვერ გაამართლა როგორც მთავარ პროკურორად, ისე სტრასბურგის სასამართლოში გასაგზავნ მოსამართლედ, ამხელა მანდატი ისევ უნდა მივანიჭოთ? არ არის მშვიდობა სამართლიანობის გარეშე და ეს ბოლო დღეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა. ეს უნდა დაინახოს ხელისუფლებამ, რომელსაც ეტყობა კიდეც, რომ შეშინებულია, მაგრამ კრიზისიდან გამოსავლის პოვნა არაპროფესიონალიზმის გამო უჭირს“, - განაცხადა უფლებადამცველმა.

მუხაშავრია ასევე გამოეხმაურა ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის სასამართლო განაჩენს. უფლებადამცველის შეფასებით, მოსამართლემ ეკა არეშიძემ დაამარცხა პროკურატურის „შეკერილი, ამორალური საქმე“.

„სამართლებრივად თუ შევაფასებთ მოსამართლის გადაწყვეტილებას, სასამართლომ დაამარცხა პროკურატურის მიერ შეკერილი „ამორალური საქმე“, თუმცა არც ის დაგვავიწყდეს, რომ ქართულ რეალობაში ვცხოვრობთ, სადაც პოლიტიკოსები ყველაფერზე მიდიან და ყველა ყველას ნათესავი და მეგობარია. ხელისუფლებისკენ გასროლილი პირველი სასიკვდილო ტყვია სწორედ სასამართლომ გაისროლა, მოსამართლის გადაწყვეტილებას მოჰყვა ზაზა სარალიძის აღშფოთება და მის გვერდით საზოგადოებრივი მხარდაჭერის მობილიზება. რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ვისაც სურს პოლიტიკური კრიზისისგან სარგებლის მიღება, ეს ნაბიჯი გადაედგა?

„ნაციონალურ მოძრაობას“ თავად „ქართულმა ოცნებამ“ გადაუდგო მსუყე ლუკმა თავისი დანაშაულებრივი გადაწყვეტილებებით. საგამოძიებო სტრუქტურები ყველა ქვეყანაში განვითარდნენ, ჩვენ კი მიუხედავად უამრავი შემოთავაზებისა, უარი ვთქვით, დაგვხმარებოდნენ საერთაშორისო პარტნიორები უწყებების რეფორმირებაში. ხელისუფლებას ურჩევნია, ჭაობში იჯდეს და იქიდან შეეცადოს საზოგადოების დაშინებას, უსამართლობასთან შეგუებას. ქვეყნის საკვანძო სტრუქტურები ჩამოშლილია, მართლმსაჯულება აღარ არსებობს და ამას უკვე თითოეული მოქალაქე საკუთარ ტყავზე გრძნობს.

პოლიტიკური პარტიების ზაზა სარალიძესთან გამოჩენამ საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვია და ეს ბუნებრივიცაა. მაგრამ მას სხვა გამოსავალი არ დაუტოვა ხელისუფლებამ და ამიტომაცაა მზად ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან ერთად საბრძოლველად. ვნახოთ, რა რესურსი აქვთ ოპოზიციურ პარტიებს - რეალურად, ახლა რუსთაველის გამზირზე ლუსტრაციის პროცესი მიმდინარეობს. ადრე თუ გვიან, საპარლამენტო არჩევნებამდე მივალთ და უნდა ვიცოდეთ, ვის მივცეთ ხმა და ვის აქვს პროცესების მართვის რესურსი.

„ქართული ოცნება“ დღეს კრიზისშია და არ მაქვს მოლოდინი, რომ გამოძიება სწორი მიმართულებით წარიმართება. სამი დღის განმავლობაში, სანამ პარტიები გამოჩნდებოდნენ ზაზა სარალიძის გვერდით, უხერხემლობისა და სისუსტის გამო მთავრობამ რადიკალური ნაბიჯების გადადგმა ვერ გაბედა. ბევრი გაუბედურებული ოჯახია დღეს ქვეყანაში, რომლებიც უკმაყოფილო არიან როგორც პროკურატურის, ისე სასამართლოსა და შსს-ს მუშაობით. თუ ეს სიბრმავე გაგრძელდება, ხელისუფლებას ვერ უშველის ზაზა სარალიძის დისკრედიტაციის მცდელობა, როგორც კი მორიგი შანსი გამოჩნდება, ეს ხალხი ისევ გამოვა ქუჩაში და კიდევ უფრო დიდი რაოდენობით“, - განაცხადა ლია მუხაშავრიამ.

ცნობისთვის, ხუთშაბათს ირაკლი შოთაძემ მთავარი პროკურორის თანამდებობა დატოვა ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის გამო.

მშვიდობაში მოახმაროთ ქურდი, რომელმაც გარკვეული ფინანსური დარღვევები ჩაიდინა ჩვენს პარტიაში - თორნიკე რიჟვაძე

17 ნოემბერი, 2018 , 17:45

„ქართული ოცნების“ ხულოს ორგანიზაციის თავმჯდომარის, ომარ მახარაძის მიერ მმართველი პარტიის დატოვებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, მახარაძე მმართველი პარტიიდან 3 თვის წი

მე რომ ვყოფილიყავი ოჯახით, ჩემი შვილები აქ რომ ყოფილიყვნენ, შეიძლება, ამ ბრძოლაში არ წავსულიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 ნოემბერი, 2018 , 17:25

ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ თქვენი მხარდაჭერის გამო, რადგან ეს ნიშნავს, რომ დღეს უკვე არსებობს ქალთა შორის სოლიდარობა, რომელიც არის ძალიან დიდი ძალა, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა

მე ვერ მხედავთ? მგონი, ძალიან ვჩანვარ, ამაზე მეტი ცოტა უხერხულია - სალომე ზურაბიშვილი ახალ ბილბორდებზე

17 ნოემბერი, 2018 , 16:00

„მგონი, ძალიან ვჩანვარ, ამაზე მეტი ცოტა უხერხულია“, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ახალ წინასაარჩევნო ბილბორდებზე დასმულ შეკითხვას. „მე ვერ

გაერთიანებულმა ოპოზიციამ არჩევნების თარიღის სამუშაო დღეს დანიშვნის გამო ცესკოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა

16 ნოემბერი, 2018 , 17:40

მოძრაობამ „ძალა ერთობაშია“ არჩევნების თარიღის სამუშაო დღეს დანიშვნის გამო ცესკოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. განცხადება საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშ

მომავალი წლიდან საქართველოში წამლის სააგენტო ამოქმედდება - დავით სერგეენკო

16 ნოემბერი, 2018 , 17:40

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, მომავალი წლიდან საქართველოში წამლის სააგენტო ამოქმედდება. მისი განმარტებით, სააგენტოს მთა

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები ჰააგის სასამართლოზე სამართლებრივად, უბრალოდ ცდება სიმართლეს - ანა დოლიძე

16 ნოემბერი, 2018 , 17:40

საერთაშორისო სამართლის ექსპერტის, ანა დოლიძის განცხადებით, ჰააგის სასამართლოსთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები სცდება სიმართლეს. დოლიძის თქმით, მას არ ახსენდება, რომ ჰააგის სასამართლოში ჯა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`