უკან

პოლიტიკა

13 ოქტომბერი, 2017 17:10
font-size

თეა წულუკიანის პოზიცია ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციაზე გაუგებარია - საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა

„საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა“ გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას, რომ „არამც და არამც არ უნდა მოხდეს ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია“.

პლატფორმის თქმით, გაუგებარია წულუკიანის პოზიცია იმის ფონზე, რომ 2013 წელს ის თვითონ იღებდა მონაწილეობას ნარკომოხმარების დეკრიმინალიზაციისა და ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ კანონპროექტის შემუშავებაში.

სნეპ-ი ასევე ისაუბრა მთავრობისა და პარლამენტის ზოგიერთი წევრის უარყოფით დამოკიდებულებაზე კანონპროექტის მიმართ. პლატფორმის თქმით, სამთავრობო უწყებების ნეგატიური პოზიცია გაუგებარია, რადგან ხელისუფლებისა და უმაღლესი თანამდებობის მქონე პირები აცხადებენ, რომ აქვთ განზრახული ნარკოპოლიტიკის სისტემური რეფორმირება.

სნეპ-მა იმედი გამოთქვა, რომ ნარკოპოლიტიკის რეფორმის კანონპროექტის განხილვები პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე პოზიტიურად დასრულდება და ცვლილებები დროულად ამოქმედდება. პლატფორმა მზადაა, ამ საკითხზე სახელმწიფო უწყებებთან ითანამშრომლოს

აღნიშნულ კანონპროექტის განხილვა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოში 16 ოქტომბერს გაიმართება.

„მედიანიუსი“ სნეპ-ის განცხადებას სრულად გთავაზობთ:

„საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა“ ეხმაურება ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოში მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს დაგეგმილ შეხვედრას. აღნიშნულ შეხვედრაზე ძირითადი განხილვის საგანი იქნება პლატფორმის მიერ მომზადებული და პარლამენტის ხუთი დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს არსებული ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტურ რეფორმას, კერძოდ, ყველა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დეკრიმინალიზაციას, ნარკოტიკული დანაშაულისთვის გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი სანქციების ლიბერალიზებას, ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების სამართლიანი წესით განსაზღვრასა და ნარკოტიკის მომხმარებელთათვის სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროგრამების გაძლიერებასა და ქვეყანაში პირველადი პრევენციული სისტემის დანერგვას.

როგორც მოგეხსენებათ, მომზადებულ კანონპროექტზე პარლამენტში არ არის ერთგვაროვანი პოზიციები და ამ დრომდე სხვადასხვა ფორმატში მიმდინარეობს მუშაობა, რათა უკეთესად მოხდეს დეპუტატების ინფორმირება კანონპროექტის შინაარსსა და მიზნებზე და პრინციპულ საკითხებზე მიღწეული იყოს კონსესუსი. განსხვავებით საკანონმდებლო ორგანოსგან, ცალსახად უარყოფითია მთავრობის დასკვნები კანონპროექტზე და სამწუხაროა, რომ ეს დასკვნები ძირითადად სამართალდამცავი ორგანოების პოზიციებს ემყარება. ასევე, სამწუხარო და გაუგებარია სამთავრობო უწყებების სრულად ნეგატიური პოზიციები ინიცირებული კანონპროექტის პრინციპებზე, მაშინ, როდესაც ხელისუფლებასა და უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირების მხრიდან საჯაროდ არის დაფიქსირებული ნარკოპოლიტიკის სისტემური რეფორმის განზრახვა.

განსაკუთრებით ყურადსაღებია იუსტიციის სამინისტროს მიერ ამ დრომდე დაფიქსირებული პოზიციები, რომლითაც უწყება უარყოფითად აფასებს ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაციის პერსპექტივას და აგრეთვე არ იზიარებს პლატფორმის მოსაზრებებს ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების განსაზღვრის პრინციპთან დაკავშირებით. იუსტიციის მინისტრი თავის 12 ოქტომბრის განცხადებაში კიდევ ერთხელ ეწინააღმდეგება დეკრიმინალიზაციას და საუბრობს ამ დრომდე უკვე განხორციელებულ „რევოლუციურ ნაბიჯებზე“, რითიც კიდევ ერთხელ იქმნება შთაბეჭდილება, რომ სამინისტრო ვერ ხედავს ნარკოპოლიტიკის მიმართულებით შემდგომი სისტემური ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას. უწყებათაშორისი საბჭოს შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე მინისტრის მხრიდან მსგავსი პოზიციის დაფიქსირება კიდევ უფრო გაუგებარია იმ ფონზე, რომ 2013 წელს იგი უშუალოდ იყო ჩართული მასშტაბური კანონოპროექტის მომზადებისა და ინიცირების პროცესში, რომლითაც ასევე იგეგმებოდა ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაცია და ნარკოკანონმდებლობის მნიშვნელოვნად ლიბერალიზაცია.

პლატფორმისთვის, ისევე როგორც ნარკოპოლიტიკის რეფორმის პროცესის მხარდამჭერი ჯგუფებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ინიცირებული კანონპროექტის განხილვები პოზიტიურად დასრულდეს საშემოდგომო სესიაზე და დროულად მოხდეს ცვლილებების ამოქმედება. ამდენად, ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა კიდევ ერთხელ გამოხატავს სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობისთვის მზაობას, მათ შორის, სხვადასხვა უწყებიდან მიღებულ შენიშვნებზე მუშაობის და მათი კანონპროექტში ასახვის სურვილს, იმ დათქმით, რომ რეფორმის ძირითადი არსი და მიმართულებები არ შეიცლვება. პლატფორმა იმედს იტოვებს, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 16 ოქტომბრის შეხვედრა იქნება შედეგზე ორიენტირებული და მოხერხდება პოზიციების დაახლოება.

როგორც აღინიშნა, ამ დროისთვის სამთავრობო უწყებებს გამოხატული აქვთ უარყოფითი პოზიცია კანონპროექტთან დაკავშირებით. უფრო დეტალურად, სხვადასხვა უწყებიდან კანონპროექტთან დაკავშირებით მიღებული შენიშვნები და მათზე პლატფორმის პოზიციები, იხილეთ თანდართულ დოკუმენტში:

https://drive.google.com/file/d/0B45RlLun478TQW5hMlNlQUh1VTg/view?usp=sharing, - ნათქვამია განცხადებაში.

ანა მებურიშვილი

ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“

25 აპრილი, 2024 , 11:11

ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობისა და ქრისტიანების გარეშე. ჩვენ არ გვინდა ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, ხოლო სქესობრივ ცხოვრებას არავითარი მორალური ზღვარი არა აქვს. ჩვენ გვინდა ევროპა, რომელმაც იცის საკუთარი სუვერენიტე

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

24 აპრილი, 2024 , 14:41

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის წევრის, ნოდარ შეროზიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ დ

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი