უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

21 იანვარი, 2020 16:25
font-size

თეა წულუკიანის წარდგენილ ვიდეოში უკანონო ვერაფერი დავინახე, პირიქით, სერიოზული კითხვები არის ვიდეოს მოპოვებისა და გავრცელების კანონიერებაზე -ნინო ლომჯარია

ვიდეოზე, რომელიც იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა წარადგინა, უკანონო ვერაფერი დავინახე, პირიქით, მიმაჩნია, რომ სერიოზული კითხვები არის ვიდეოს მოპოვებისა და გავრცელების კანონიერებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომის შემდეგ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, სახალხო დამცველი დაიწყებს შესწავლას, რატომ იყო ვიდეო ამდენი ხნის განმავლობაში დაარქივებული და პენიტენციურ დაწესებულებაში ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლის უკანონო მიყურადება ხომ არ ხდებოდა.

„ვერ დავინახე განსკუთრებული პრობლემა. არსებობს სიტუაციები, როდესაც პატიმართან ურთიერთობისთვის შესაძლებელია, საჭირო იყოს მასთან რაღაც ადამიანურ ურთიერთობასა და ნდობაში შესვლა. ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, ჩვენი წარმომადგენლები ამ მიდგომებს ირჩევენ. მე ამ ვიდეოზე უკანონო ვერაფერი ვერ დავინახე, პირიქით, მიმაჩნია რომ სერიოზული კითხვები არის საერთოდ, აღნიშნული ვიდეოს მოპოვებისა და გავრცელების კანონიერებასთან დაკავშირებით, რატომ არის შენახული და დაარქივებული ამდენი თვის განმავლობაში, სულ მცირე, ექვსი თვის განმავლობაში აღნიშნული ვიდეო. სახალხო დამცველი ამ საკითხის, მისი კანონიერების შესწავლას აუცილებლად დაიწყებს და ასევე შევისწავლით, რამდენად ხდებოდა უკანონოდ მიყურადება ან თვალთვალი სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიმართ“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე დღეს სახალხო დამცველის მოხსენება მოისმინეს, რომელიც N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე სპეციალურ ანგარიშს ეხება. ანგარიშში ასახულ საკითხებზე კი, კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ისაუბრა.

ამასთან, იუსტიციის მინისტრმა კომიტეტის სხდომაზე წარადგინა ვიდეო, რომელზეც მისივე თქმით, ჩანს, როგორ იქცევა ომბუდსმენის წარმომადგენელი საკანში მონიტორინგისას და ასევე ვიდეო, რომელზეც პატიმრების მხრიდან ციხის თანამშრომლების მიმართ ფიზიკური დაპირისპირების რამდენიმე ეპიზოდია ასახული.
1tv.ge

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი