უკან

საზოგადოება

4 მაისი, 2021 17:30
font-size

თეა წულუკიანმა და დიეგო კოლასმა ლევილის მამულსა და თანამშრომლობის გეგმებთან დაკავშირებით იმსჯელეს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე საქართველოში საფრანგეთის ელჩს, დიეგო კოლასს შეხვდნენ და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

მინისტრმა ელჩს მიაწოდა ინფორმაცია მიმდინარე წლის 20 მაისს ლევილში დაგეგმილი მისი ვიზიტის შესახებ. თეა წულუკიანმა გაიხსენა იუსტიციის მინისტრობის პერიოდში ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის მიზნით მისი მონაწილეობით წარმოებული რთული და კომპლექსური მოლაპარაკებები და აღნიშნა, რომ იგი ამჟამად ლევილს თავის კოლეგასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან და საგანგებო დავალებათა ელჩ გელა დუმბაძესთან ერთად ეწვევა.

ვიზიტის მთავარი მიზანი იქნება ლევილის მამულთან დაკავშირებით შეხვედრების გამართვა როგორც მუნიციპალიტეტის ხელისუფლებასთან, ასევე საქართველოს პოლიტიკური ემიგრაციის წარმომადგენელთა შთამომავლებთან. კულტურის მინისტრი ადგილზე გაეცნობა ლევილის მამულში 2018 წლიდან დღემდე საგარეო საქმეთა სამინისტროს ეგიდით წარმატებით ჩატარებულ პირველი ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოებს და ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად განიხილავს სამუშაოების მომდევნო ეტაპების განხორციელების საკითხს, რომელთა ვადებში დასრულებაც 2017 წელს ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის მთავარი წინაპირობა იყო. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ლევილის მამულში კულტურული კერა უნდა მოეწყოს.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო პარიზის წიგნის ბაზრობას, რომელიც პანდემიის მიზეზით რამდენჯერმე გადაიდო და, სავარაუდოდ, 2023 წელს უნდა ჩატარდეს. ელჩის თქმით, საფრანგეთის საელჩო ხელს შეუწყობს საქართველოს ამ ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისათვის.

თეა წულუკიანმა საფრანგეთის ელჩს დახმარება სთხოვა საქართველოდან ახალგაზრდა არქიტექტორ-რესტავრატორთა საფრანგეთში მისავლენად იმ ძეგლებზე სამუშაოდ, რომელთა რესტავრაციაც ამჟამად მიმდინარეობს.

„მსგავსი ღონისძიებები პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად უნიკალური შესაძლებლობა იქნებოდა საქართველოს ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის, რომელთა რიცხვიც ძალიან მცირეა. მოცემულ დარგში, სამწუხაროდ, ახალი კადრების შედინება ორი ათეული წელია, რთულად მიმდინარეობს და სახეზეა შემაშფოთებელი წყვეტა“, – აღნიშნა კულტურის მინისტრმა.

საფრანგეთის ელჩი სამინისტროს ამ მიმართულებით დახმარების აღმოჩენას დაჰპირდა.

ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი