უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 იანვარი, 2020 16:25
font-size

თეა წულუკიანმა პატიმრებს ძალიან სახიფათო გზავნილები გაუგზავნა - ნინო ლომჯარია

"თეა წულუკიანმა პატიმრებს ძალიან სახიფათო გზავნილები გაუგზავნა, რომ მათი ურთიერთობა და შეხვედრები სახალხო დამცველთან არ არის დაცული კონფიდენციალურობის გარანტით და ნებისმიერ დროს შეიძლება გასაჯაროვდეს",-ამის შესახებ ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, თუ პატიმრებს 25 წლის განმავლობაში მოპოვებული ნდობა შეერყევათ ომბუდსმენის ინსტიტუტის მიმართ, ეს ფაქტი პატიმრების მხრიდან გამოიწვევს სახალხო დამცველთან ურთიერთობის კიდევ უფრო მეტად შეზღუდვას.

"როდესაც პატიმრების სიცოცხლე, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, მათი უფლებრივი მდგომარეობა შესაძლებელია ძალიან დიდი რისკის ქვეშ დადგეს. ჩვენი აპარატის ურთიერთობა პატიმრებთან ორ ფუნდამენტურ პრინციპს ეფუძნება, ნდობას და კონფიდენციალურობას. ბოლო დღეების ფაქტებით ქალბატონმა თეა წულუკიანმა პატიმრებს ძალიან სახიფათო გზავნილები გაუგზავნა, რომ მათი ურთიერთობა, კომუნიკაცია და შეხვედრები სახალხო დამცველთან არ არის დაცული კონფიდენციალურობის გარანტით და ნებისმიერ დროს შეიძლება გასაჯაროვდეს. თუ კი პატიმრებს შეერყევათ 25 წლის განმავლობაში მოპოვებული ნდობა ჩვენი ინსტიტუტის მიმართ, ჩვენი კომუნიკაციის, კონფიდენციალურობის თაობაზე, ეს ფაქტი გამოიწვევს პატიმრების მხრიდან ჩვენთან ურთიერთობის კიდევ უფრო მეტად შეზღუდვას, რაც წარმოადგენს სახალხო დამცველის საქმიანობაზე ზეგავლენის და ხელშეშლის ფაქტს", - განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერ-მინისტრს მიმართა.

"მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრს, გააკეთონ სახალხო დამცველის მხარდამჭერი განცხადებები. მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მომცენ ჩემი თანამშრომლების საქმიანობის, უსაფრთხოების გარანტიები პენიტენციურ სისტემაში, მომცენ გარანტიები, რომ ჩვენი ურთიერთობები პატიმრებთან აღარ დაექვემდებარება თვალთვალს და დაცული იქნება კონფიდენციალურობა.მოვუწოდებ საქართველოს პროკურატურას დაიწყონ დაუყოვნებლივ გამოძიება სახალხო დამცველის მიმართ უფლებამოსილების განხორციელების ხელისშეშლის და ზემოქმედების ფაქტზე.მოვუწოდებ საქართველოს იუტიციის მინისტრს თეა წულუკიანს შეწყვიტოს სახალხო დამცველის მიმართ უკანონო ქმედებები. იფიქროს ქვეყანაზე და არა საკუთარ თავზე. იფიქროს პატიმრებზე და მათ ოჯახის წევრებზე. იფიქროს რა შედეგი მოჰყვება მის ამგვარ უკანონო ქმედებებს ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ქვეყანაში",- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი