უკან

საზოგადოება

16 იანვარი, 2019 16:19
font-size

თეა წულუკიანმა საზოგადოებას პროექტის „გაუმჯობესებული სერვისები ყველასთვის“ შედეგები გააცნო

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საზოგადოებას პროექტის „გაუმჯობესებული სერვისები ყველასთვის“ შედეგები გააცნო.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, იუსტიციის სახლი მომსახურების მიმწოდებელი ერთადერთი დაწესებულებაა საქართველოში, სადაც შშმ პირების მომსახურების სტანდარტი დაინერგა.

მისი თქმით, სპეციალურად იუსტიციის სახლის სერვისებზე წვდომისთვის შეიქმნა ახალი ჟესტები 400 ტერმინისთვის, გადამზადდა თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით აღჭურვილი 750 თანამშრომელი და სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც იუსტიციის სახლებში შშმ პირების მომსახურების სტანდარტს ნერგავს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ შვედეთის ელჩი საქართველოსა და სომხეთში ულრიკ თიდესტრომი და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში მუნხტუია ალთანგერელი.

ღონისძიებაზე პროექტის ფარგლებში მომზადებული სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან კომუნიკაციისა და ქცევის წესებს განსაზღვრავს და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს შშმ პირთათვის სახელმწიფო სერვისების მიწოდების ხარისხს.

სახელმძღვანელო შშმ პირთა საჭიროებების კვლევისა და საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის საფუძველზე მომზადდა. მასზე მუშაობის პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ.

იუსტიციის სახლი მომსახურების მიმწოდებელი ერთადერთი დაწესებულებაა, სადაც შშმ პირების მომსახურების სტანდარტი დაინერგა − სახელმძღვანელოში მოცემული ქცევისა და კომუნიკაციის წესები უკვე ინტეგრირებულია სსიპ „იუსტიციის სახლის“ მომსახურების ხარისხის სტანდარტში და შესასრულებლად სავალდებულოა ყველა თანამშრომლისათვის.

პროექტი „გაუმჯობესებული სერვისები ყველასთვის“ გაერო-ს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით 2018 წლის ივნისიდან დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში თბილისის იუსტიციის სახლში მომსახურება ჟესტურ ენაზე 200-მდე მომხმარებელმა მიიღო

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

ოტო მოტორსი ფართოვდება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

16 აპრილი, 2024 , 16:33

საქართველოს ბანკი, ბიზნესების გაძლიერებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ოტო მოტორსი წეროვანში სასაწყობე სივრცეს აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარია, სა

მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი, მშვიდობიან ფორმებში გამოხატონ პროტესტი, დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს - შსს

16 აპრილი, 2024 , 15:53

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველები კვლავ რჩებიან რუსთაველის გამზირზე და ადგილზე მართლწესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, ა

ლაზარე გრიგორიადისის საქმის მოსამართლემ მეუღლის უძრავი ქონება დამალა და მშობლებისგან 120 000 ლარი საჩუქრად მიიღო - `საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო`

12 აპრილი, 2024 , 16:42

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, ზვიად შარაძეს, რომელმაც 2024 წლის 12 აპრილს ლაზარე გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, მშობლებისგან 120 000 ლარი აქვს საჩუქრად მიღებული და მეუღლის სახელზე რეგისტ

შალვა პაპუაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს შეხვდა

12 აპრილი, 2024 , 14:10

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს, ყასიმ-ჟომართ თოყაევს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა ისტორიულად მეგობრული ურთიერთობები საქართველოსა და ყაზახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Greet - ის ბრენდის ახალი სასტუმრო შენდება

12 აპრილი, 2024 , 14:02

საქართველოს ბანკი სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით, შპს ჰოტელეა საერთაშორისო ბრენდის, Greet by Accor -ის სასტუმროს, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი #4 - ში აშენებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი