უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

13 აპრილი, 2017 18:15
font-size

თეატრებს უნდა გააჩნდეთ საბაზისო დაფინანსება, დამატებითი ანაზღაურება განისაზღვრება წარმატებულობის მიხედვით - მიხეილ გიორგაძე

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, საქართველოში არსებული თეატრების დაფინანსების ახალი სქემა შემუშავდება.

როგორც მინისტრმა „ქრონიკის“ ეთერში ჩართვის დროს განაცხადა ,იგი უკვე ესაუბრა რამდენიმე თეატრის ხელმძღვანელს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ საკითხზე ფართო მსჯელობა გაიხსნება.

„მე ვპირდები ჩვენს საზოგადოებას, რომ ამას მაქსიამლური საჯაროობის და ჩართულობის ხარისხით გავაკეთებთ და მხოლოდ საერთო კონსენსუსის შედეგად მივიღებთ იმ სქემას, რომელიც მომავალში იმუშავებს“,-განაცხადა მინისტრმა

ამასთან, მიხეილ გიორგაძემ საკუთარ ხედვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თეატრებს უნდა გააჩნდეთ საბაზისო დაფინანსება, თუმცა დამატებითი ანაზღაურების საკითხი განისაზღვრება თეატრების წარმატებულობის მიხედვით.

„მე ვფიქრობ, რომ თეატრებს არ უნდა ქონდეთ ყოველდღიური საზრუნავი ინფრასტრუქუტრაზე, ვგულისხმობ შენონებს, ეს მათ მოწესრიგებული უნდა ქონდეთ. ასევე, კომუნალური გადასახადები და გარკვეული საბაზისო შრომის ანაზღაურება უნდა ქონდეს თეატრებში მომუშავე პერსონალს, მსახიობები იქნებიან თუ თავად ადმინისტრაცია, თუ ტექნიკური პერსონალი. დამატებითი ანაზღაურება უნდა იყოს უკვე დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად წარმატებული არის თეატრი. წარმატებული როგორც საკუთარი პროდუქციის გაყიდვის თვალსაზრისით, ვგულისხმობ ბილეთებიდან შემოსულ თანხას და ასევე ძალიან აქტიურები უნდა იყვნენ სხვადასხვა გრანტების მიღების მიმართულებით, ადგილობრივი, თუ საერთაშორისო პროგრამებიდან, კერძო სექტორიდან და სხვა“,-აღნიშნა მინისტრმა.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი