უკან

საზოგადოება

7 ნოემბერი, 2018 13:00
font-size

თებერვლამდე არ ველოდებით, რომ ძალიან მოიმატებს გრიპის შემთხვევები - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელ პაატა იმნაძის განცხადებით, ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად იზრდება გაციების საშიშროება.

როგორც იმნაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბოლო ხანებში ქვეყანაში ძირითადად ცირკულირებს რინოვირუსები – ძირითადად სურდოთი გამოხატული ვირუსი; პარაგრიპის ვირუსები, რამაც შესაძლოა ბავშვებში ცრუ კრუპი გამოიწვიოს და მეტაპნევმო ვირუსები, რასაც შესაძლოა ცოტა მძიმე მიმდინარეობა ჰქონდეს. გრიპის ვირუსი ქვეყანაში ჯერ არ დაწყებულა.

პაატა იმნაძის განცხადებით, გრიპის ვირუსის გამოჩენა მოსალოდნელია დაახლოებით 1-2 კვირაში, თუმცა წინასწარი პროგნოზით, ძალიან მცირე რაოდენობით. ასევე, ექსპერტის განმარტებით, რაც უფრო მზიანი დღეები იქნება, მით უფრო ნაკლებია ყველანაირი გაციების ვირუსის გავრცელების შესაძლებლობა, მათ შორის გრიპის ვირუსისაც. ხოლო ცივ ამინდებში, მეტია გრიპი და გრიპის მაგვარი დაავადებების გავრცელების შესაძლებლობა.

“გრიპის ვირუსი როცა გამოჩნდება, ის ჩაანაცვლებს ყველა დანარჩენ დაავადებებს. გრიპის ვირუსის აქტიური სეზონი ჯერჯერობით, არც ევროპის უმრავლეს ქვეყნებში დაწყებულა, მათ შორის, ფინეთსა და ნორვეგიაშიც არ გამოჩენილა, მაგრამ გრიპის მაგვარი დაავადებები, გაციებას რომ ვეძახით, ეს ვირუსები დადის. თებერვლამდე არ ველოდებით, რომ ძალიან მოიმატებს გრიპის შემთხვევები”, – აცხადებს პაატა იმნაძე.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის თქმით, გაციებული და გრიპის ვირუსის მატარებელი ადამიანი, სასურველია გამოჯანმრთელებამდე დარჩეს სახლში და არ მივიდეს სამსახურში. ცემინების დროს ცხვირ-პირზე უნდა ავიფაროთ ერთჯერადი ხელსახოცი, ან იდაყვი.

“ცივ ამინდებში ცოცხალი ვირუსი გარემოში 7 საათის განმავლობაში რჩება. დაცემინების დროს სახეზე ხელისგულის მიფარება არ შეიძლება, რადგან ხელით ვეხებით სხვა ნივთებს, ხელს ვართმევთ სხვა ადამიანებს და ამგვარად ვირუსი გადაგვაქვს”, – აცხადებს პაატა იმნაძე.

მისივე ინფორმაციით, თბილისში არსებულ ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში მიმდინარეობს იმ ვირუსების შესწავლა, რომელიც ცირკულირებს ამჟამად ქვეყანაში. ისინი მონაცვლეობით იკავებენ წამყვან პოზიციებს. მსოფლიოში გაციების 200-მდე ვირუსია გავრცელებული, მათგან ძირითადია 20 სახეობის ვირუსი, რომელთა გამოკვლევა სისტემატურად მიმდინარეობს ლუგარის ლაბორატორიაში.

ძალიან მიყვარხართ, მეამაყებით, თქვენთან ერთად ვარ და თქვენთან ერთად ვიდგები გამარჯვებამდე - გიორგი მარგველაშვილი

25 ივნისი, 2019 , 22:49

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინ, საპროტესტო აქციაზე მივიდა და შეკრებილებს მიმართა. „საქართველოს ისტორია იწერება ყველაზე ამაყი ფრაზით: „ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი“ აი

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები სტაჟირებას ევროპის ცნობილ ღვინის საწარმოებში გაივლიან

25 ივნისი, 2019 , 17:30

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ღვინო, როგორც სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რესურსი და ქვეყნის იდენტობა“ გაიმართა. ღონისძიება „კონსალტინგისა და ა

ვთხოვთ ჩვენს მრევლს, წელს ამჯობინეთ დასვენება საქართველოში - საპატრიარქო

25 ივნისი, 2019 , 17:15

საქართველოს საპატრიარქო ხელისუფლებასა და ბანკების ხელმძღვანელებს მიმართავს, ვიდრე ვითარება შეიცვლება, მაქსიმალურად გაუწიონ შეღავათი ტურისტულ სექტორში დასაქმებულ კრედიტორებს. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადე

მივმართავთ ხელისუფლებას, 20 ივნისს დაკავებულთა მიმართ გამოიჩინონ მაქსიმალური ლოიალობა - საპატრიარქო

25 ივნისი, 2019 , 16:40

მივმართავთ ხელისუფლებას, 20 ივნისს დაკავებულთა მიმართ გამოიჩინონ მაქსიმალური ლოიალობა, – აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ გულისტკივილს 19-20 ივნისს

ჯასტინ მაქენზი კამპანია „ესტუმრე საქართველოს“ შეურთდა

25 ივნისი, 2019 , 16:40

საქართველოში ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაქენზი კამპანია „ესტუმრე საქართველოს“ შეურთდა. ელჩმა მიკრობლოგ „თვითერზე“ ფოტოები გააზიარა და აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია ი

სამართალდამცველებმა იმოქმედეს ისე, როგორც უნდა ემოქმედათ - პრეზიდენტის პრესსპიკერმა

25 ივნისი, 2019 , 16:05

სამართალდამცველებმა იმოქმედეს ისე, როგორც უნდა ემოქმედათ. თუმცა, ამ ქმედებებისას, თუ ჰქონდა ადგილი ძალის გადამეტებას, გადაცდომას, რა თქმა უნდა, ეს არის გამოძიების თემა, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწ