უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

14 თებერვალი, 2018 14:10
font-size

თეძამის ხეობაში ახალი წყალსაცავი აშენდება

თეძამის ხეობაში ახალი წყალსაცავი აშენდება. შედეგად, 7 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გახდება წყალუზრუნველყოფილი.

კასპის მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.

ანგარიში მომზადებულია შპს „გამა კონსალტინგის“ მიერ. სპეციალისტთა ჯგუფმა შეისწავლა საპროექტო ტერიტორიის ბუნებრივი და სოციალური გარემოს ფონური მახასიათებლები. კომპანიის წარმომადგენელმა ადგილობრივ მოსახლეობას პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრას საქართველოს მელიორაციის“ ხელმძღავნელი პირები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„თეძამის წყალსაცავის მოწყობით შიდა ქართლის მოსახლეობას სარწყავი წყლის პრობლემა მოეხსნება. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ადგილობრივი ფერმერების სამელიორაციო მომსახურება“,- განაცხადა შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ ბუკიამ.

პროექტის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრა კასპის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი მეზურნიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ წყალსაცავის მშენებლობით ფერმერებისთვის არამხოლოდ სარწყავი წყლის პრობლემა მოგვარდება, არამედ რეგიონში დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნება.

წყალსაცავის საპროექტო მოცულობა იქნება 12.0 მლნ მ3. პროექტის განხორციელების შედეგად არ დაიტბორება დასახლებული ტერიტორიები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.

მდინარე თეძამზე წყალსაცავის მოწყობის პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ განახორციელებს.

აჭარაში ფინანსთა სამინისტროს აკადემია გაიხსნა

19 ნოემბერი, 2018 , 15:15

აჭარაში ფინანსთა სამინისტროს აკადემია გაიხსნა, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები, დავით გაბაიძე და თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტე

გურიაში “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელოს დანერგვის მიზნით ტერენინგები გაიმართა

19 ნოემბერი, 2018 , 14:45

გურიაში “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელოს დანერგვის მიზნით აღმზრდელ-მეთოდისტებისთვის ტერენინგები გაიმართა.  ტრენინგის ფარგლებში ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის ყველა საბავშვო ბაღ

მე თქვენი პრეზიდენტი ვიქნები, თქვენ შეძლებთ მომაწოდოთ თქვენი ტკივილი - სალომე ზურაბიშვილი

19 ნოემბერი, 2018 , 14:45

საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში კახეთში ჩავიდა, სადაც სოფელ ყარაჯალას მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო. ,,დღეს ამ არჩევნებით, ნამდვილად, ახალი საქართველო იწყე

ტურიზმის დეპარტამენტმა განხორციელებული პროექტები შეაჯამა

17 ნოემბერი, 2018 , 16:55

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში ტურიზმის განვითარების მიმართულებით განხორციელებული პროექტები შეაჯამა. ორი წლის საქმიანობის ანგარიში დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა ტურიზმის სექტორსა და მთავრობის წარმომადგ

ლევან დავითაშვილი კახეთის რეგიონში ფერმერებს შეხვდა

17 ნოემბერი, 2018 , 16:00

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კახეთის რეგიონში ფერმერებს შეხვდა. „ჩვენ ვქმნით ინსტრუმენტებს იმისათვის, რომ ფერმერმა ნაკლები დანახარჯებით, უფრო მეტი კონკურენტუნარიანი პრ

რუსთავში ბებია და შვილიშვილი გაზით მოიწამლნენ

17 ნოემბერი, 2018 , 14:50

რუსთავში ჭყონდიდელის დასახლებაში მცხოვრები ბებია და შვილიშვილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ინტოქსიკაციის ნიშნებით ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, მათი მოწა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`