უკან

კომენტარი

22 ნოემბერი, 2018 15:10
font-size

თეიმურაზ გორჯესტანმა უნდა მოიხადოს ბოდიში - ანა ნაცვლიშვილი

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის ვაჟის გუშინდელ განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ თეიმურაზ გორჯესტანმა უნდა მოიხადოს ბოდიში.

,,თეიმურაზ გორჯესტანმა უნდა მოიხადოს ბოდიში! წერტილი! იმის მიუხედავად, იცოდა თუ არა ვისზე საუბრობდა. თუ იცოდა და ეს გააკეთა - ნუ ამას ბოდიშიც ვერ უშველის! როგორც ცნობილი გახდა, ნოდარ ვაშაძე შშმ პირია, ამაში არც დასამალი, მითუფრო - სასირცხვილო არაფერია. რა დარტყმა, რის შავი პიარი ამ თემაზე, ხალხო. საზოგადოება ვართ, ბოლოსდაბოლოს თუ ჯოგი?! ნებსით თუ უნებლიეთ, ნუ ვამისამართებთ ამ ადამიანებს ჩაბნელებული, მოფარებული ოთახებისკენ, ნუ ვაქცევთ ამ საკითხებს ყურში ჩურჩულის და პუტუნის თემად.

ყველა განსხვავებული, ყველა თანასწორია“, - წერს ანა ნაცვლიშვილი

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილის შვილი, თეიმურაზ გორჯესტანი, „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შვილს, ნოდარ ვაშაძეს დებატებში იწვევს.

როგორც თეიმურაზ გორჯესტანმა გუშინ სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, მას აინტერესებს სად არის ნოდარ ვაშაძე.

საოცრად ვამაყობ, რომ პრეზიდენტი ესე მენდობოდა - გიორგი აბაშიშვილი

14 დეკემბერი, 2018 , 14:30

მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი გიორგი მარგველაშვილს თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის და ამბობს, რომ მასთან მუშაობა ძალიან კომფორტული იყო. ამის შესახებ აბაშიშვილი ფეისბუქზე წერს. ,, ერთი ასეთ

რომ ვთქვა, რომ ირმა ინაშვილი და ემზარ კვიციანი არიან სახელმწიფოს ძირგამომთხრელი საქმიანობით დაკავებული, ვცდები?- ნიკა მელია გადაცემა `რეაქცია` (ვიდეო)

14 დეკემბერი, 2018 , 14:27

რომ ვთქვა, რომ ირმა ინაშვილი და ემზარ კვიციანი არიან სახელმწიფოს ძირგამომთხრელი საქმიანობით დაკავებული, ვცდები? - ნიკა მელია გადაცემა "რეაქციაში"