უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

6 ივნისი, 2017 18:45
font-size

თეირანში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ოფიციალური მიღება გაიმართა.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა იოსებ ჩახვაშვილმა, ირანის ისლამური რესპუბლიკის შრომის, კოოპერაციისა და სოციალური კეთილდღეობის მინისტრის მრჩეველმა და საერთაშორისო საქმეთა დეპარტამენტის დირექტორმა სეიედ ჰასან ჰიფდაჰთანმა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-სა და კავკასიისა დეპარტამენტის დირექტორმა ღოლამრეზა ბაყერი მოყადამმა.

სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ირანსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარების დინამიკაზე. კმაყოფილებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის საიუბილეო თარიღი.

ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას წარედგინა სპეციალურად მომზადებული საიმიჯო ვიდეო რგოლი საქართველოს შესახებ.

სადღესასწაულო მიღებას ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, თეირანში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები და დიპლომატები, აკადემიური წრეებისა და მასმედიის წარმომადგენლები, ფერეიდნელი ქართველები და თეირანში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები დაესწრნენ.

რუსთველის გამზირზე საპოლიციო ღონისძიება წესრიგის აღსადგენად ჩატარდა - კახა კალაძე

18 ნოემბერი, 2019 , 20:30

საქართველოში დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა პარლამენტთან ოპოზიციის ქმედებები კანონის ჩარჩოებს გასცდა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხ

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისთვის ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე და ერთიანობა - არჩილ თალაკვაძე

18 ნოემბერი, 2019 , 20:05

ხელისუფლება და ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი დაუბრუნდეს თავის ოჯახს და თავის საქმეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხად

ოპოზიციას ვუბრუნებ გაჭრილ ჯაჭვსა და ბოქლომს - არჩილ თალაკვაძე

18 ნოემბერი, 2019 , 19:53

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს სიმბოლურად ბოქლომი დაუბრუნა. როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ბოქლომი არის სიმბოლო, რომელიც გამოხატავს ოპოზიციი

მოვუწოდებ ჩვენს კოლეგებს, არ მიიღონ მონაწილეობა პარლამენტის ბლოკირებაში, რადგან ამას სახელმწიფოს მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება - მამუკა მდინარაძე

18 ნოემბერი, 2019 , 16:00

უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს აფრთხილებს და ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართავს. მისი თქმით, ბიუროს სხდომა აუცილებლად უნდა გაიმართოს. "ვფიქრობ, რომ ბიუროს სხდომა აუცილებლად

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ში იმყოფება

18 ნოემბერი, 2019 , 14:20

საქართველოს თავდაცვის მინისტრი შეხვედრებს პენტაგონში გამართავს, სადაც საქართველოსა და აშშ-ის შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდება. დოკუმენტს ხელი თავდაცვის დეპარტამენტში მოეწერება. როგო

ჩვენ აღარ ვაპირებთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რაიმე ახალი ინიციატივის განხილვას - კახა კალაძე

18 ნოემბერი, 2019 , 12:50

2020 წელს არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით ისევე, როგორც ტარდებოდა აქამდე, უკანასკნელი სამი ათწლეულის მანძილზე, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის კახა კალაძემ ბრიფინგზე გა