უახლესი ამბები
- 18.01.2021 23:20რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე
- 18.01.2021 21:40„პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ პარტიულ საქმიანობას კანონის სრული დაცვით აგრძელებს”
- 18.01.2021 21:32საქართველოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში არის შეუქცევადი გზა და ამას ალტერნატივა არ აქვს - „ევროპელი სოციალისტები“
- 18.01.2021 20:59ლევან ვასაძე პოლიტიკაში აქტიურად ერთვება
- 18.01.2021 18:16თუ რამე იციან, თქვან, თუ არადა, ჭორაობას თავი დაანებონ - გიორგი ვაშაძე
არქივი
მსოფლიო


ტეხასში საკვირაო წირვის დროს ატეხილ სროლას 26 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 20-მდე დაშავდა
სულ მცირე 26 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 20-მდე დაშავდა ტეხასში, საზერლენდ სპრინგსის პატარ ქალაქ ვილსონ ქაუნტრის ბაპტისტურ ეკლესიაში საკვირაო წირვის დროს მომხდარი სროლის შედეგად. ამის შესახებ ბიბისი წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, 23 ადამიანი ეკლესიაში მოკლეს, 2 შენობის გარეთ ჩაცხრილეს, ხოლო ერთი პირი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მსხვერპლებს შორის ბავშვებიც არიან. დაღუპულთა ასაკი 5-დან 72 წლამდე მერყეობს.
სავარაუდო თავდასხმელი შემდგომ მკვდარი იპოვეს მის მანქანაში ეკლესიისგან რამდენიმე მილის მოშორებით. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ის 26 წლის დევინ პატრიკ კელი აღმოჩნდა.
როგორც გაირკვა, 2014 წელს კელი გაათავისუფლეს აშშ-ის საჰაერო ძალებიდან, რასაც წინ უძღოდა სასამართლო პროცესი ცოლსა და ბავშვზე ძალადობის გამო.
თვითონ ბაპტისტურ ეკლესიაში მომხდარი მასობრივი მკვლელობის მოტივი უცნობია.
ტეხასის გუბერნატორ გრეგ ებოტის განცხადებით, ეს ყველაზე საზარელი თავდასხმაა შტატის ისტორიაში.
ამბავს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც აზიურ ტურნეში იმყოფება.
„ღმერთმა დაეხმაროს ტეხასის საზერლენდ-სპრინგსის ხალხს. გამოძიების ფედერალური ბიურო და სამართალდამცავი ორგანოები მომხდარის ადგილზე მუშაობენ. სიტუაციას ვაკვირდები იაპონიიდან“, - დაწერა ტრამპმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე.
ანა მებურიშვილი

დიდი ბრიტანეთი ყველა სატრანსპორტო დერეფანს კეტავს
16 იანვარი, 2021 , 13:09

საფრანგეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების შესახებ აფრთხილებს
15 იანვარი, 2021 , 17:20
ინდონეზიაში თვითმფრინავთან კონტაქტი აფრენიდან 4 წუთში დაიკარგა
9 იანვარი, 2021 , 16:15

Twitter-მა დონალდ ტრამპის ანგარიში სამუდამოდ გააუქმა
9 იანვარი, 2021 , 15:20

ნოვოსიბირსკის თეატრი ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს აჩერებს
9 იანვარი, 2021 , 13:08

ლონდონში გამოვაცხადე საგანგებო სიტუაცია, ვირუსის გავრცელება უკონტროლო გახდა - ლონდონის მერი
9 იანვარი, 2021 , 12:29