უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

26 დეკემბერი, 2016 17:15
font-size

„თელასისა“ და „ენერგო პრო ჯორჯიას“ საყოფაცხოვრებო და 0.4 კვ ძაბვის კომერციული მომხმარებლებისათვის ტარიფები უცვლელი დარჩა - სემეკი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 26 დეკემბრის საჯარო სხდომაზე სს „თელასისა“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების 2017 წლის ტარიფების დამტკიცების შესახებ ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ პროექტებზე იმსჯელა.

როგორც სემეკის განცხადებაშია აღნიშნული, კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად, სს „თელასისა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ საყოფაცხოვრებო და 0.4 კვ ძაბვის კომერციული მომხმარებლებისათვის ტარიფები უცვლელი დარჩა.

სს „თელასის“ საყოფაცხოვრებო ტარიფები 2017 წლისათვის (ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე):
0 - 101 კვტსთ და საერთო მრიცხველების მქონე მომხმარებლებისათვის- 11 თეთრი/კვტსთ;
101-301 კვტსთ-ის მომხმარებლებისათვის - 14.40 თეთრი/კვტსთ.

301 კვტსთ-ზე მეტი - 18.20 თეთრი/კვტსთ.

სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ საყოფაცხოვრებო ტარიფები 2017 წლისათვის (ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე):
0 - 101 კვტსთ და საერთო მოხმარების მრიცხველების მქონე მომხმარებლებისათვის - 10.978 თეთრი/კვტსთ;
101-301 კვტსთ-ის მომხმარებლებისათვის - 14.348 თეთრი/კვტსთ;
301 კვტსთ-ზე მეტი - 18.178 თეთრი/კვტსთ.

გარდა ამისა, 26 დეკემბრის საჯარო სხდომაზე კომისიამ დაადგინა სს „თელასისა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიასათვის“ სამომხმარებლო ტარიფები110-35;10-6-3.3. კვ-ზე და განაწილებისა და გატარების ტარიფები:
სს „თელასის“ სამომხმარებლო ტარიფი მაღალ ძაბვაზე 2017 წლისათვის (ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე):
110-35 კვ - 12.324 თეთრი/კვტსთ;
10-6-3.3 კვ - 12.981 თეთრი/კვტსთ;
0.4 კვ - 16.740 თეთრი/კვტსთ.
სს „თელასის“ ელეტროენერგიის განაწილებისა და გატარების ტარიფები 2017 წლისათვის (ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე):
110-35 კვ - 1.270 თეთრი/კვტსთ;
10-6-3.3 კვ - 1.927 თეთრი/კვტსთ;
0.4. კვ - 5.686 თეთრი/კვტსთ.
სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ სამომხმარებლო ტარიფები მაღალ ძაბვაზე 2017 წლისათვის (ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე):
110-35 კვ - 11.502 თეთრი/კვტსთ;
10-6-3.3 კვ - 12.681 თეთრი/კვტსთ;
0.4 კვ - 16.776 თეთრი/კვტსთ.
სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ელეტროენერგიის განაწილებისა და გატარების ტარიფები 2017 წლისათვის (ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე):
110-35 კვ - 1.504 თეთრი/კვტსთ;
10-6-3.3 კვ - 2.683 თეთრი/კვტსთ;
0.4.კვ - 6.778 თეთრი/კვტსთ.
ტარიფების მოქმედების ვადაა 2017 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

აღმოსავლეთ ევროპის ლიდერი სადაზღვევო ჯგუფი „ევროინსი“ საქართველოს ბაზარზე შემოვიდა

11 დეკემბერი, 2018 , 16:50

სადაზღვევო ბაზარზე სიახლეა - სადაზღვევო კომპანია აისი ჯგუფი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანია Euroins Group-ის წევრი გახდა.  შერწყმის პროცესის პირველი ეტაპის დასასრულებლად 2018 წლის 11 დეკემ

„თიბისი ჯგუფმა“ swoop.ge იყიდა და ქართული „ამაზონის“ შექმნას გეგმავს

11 დეკემბერი, 2018 , 15:10

„თიბისი ჯგუფმა“ swoop.ge იყიდა. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი. Swoop-ის ბაზაზე „თიბისი ჯგუფი“ ელექტრონული კომერციის განვითარებას იწყებს. ციფრულ სავაჭრო პლატფორმა Vendo

თელავის ტექნოპარკში თანადაფინანსების გრანტების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

11 დეკემბერი, 2018 , 15:10

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამის პრეზენტაცია

შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესწავლა მომზადება-გადამზადების მიმართულებით სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში დაგვეხმარება - ეკატერინე მიქაბაძე

11 დეკემბერი, 2018 , 14:25

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ მონაწილეობა მიიღო პრეზენტაციაში „შრომის ბაზრის საჭიროებათა კვლევა ტურიზმის ინდუსტრიაში,“ რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარები

პაატა შეშელიძე მთავრობის ინიციატივას პურის გაძვირების მიზეზების შესწავლასთან დაკავშირებით არასერიოზულად აფასებს

11 დეკემბერი, 2018 , 11:35

ეკონომისტი პაატა შეშელიძე პურის გაძვირების ერთ-ერთ მიზეზად ფინანსთა სამინისტროს იმ ინიციატივას ასახელებს, რომლის მიხედვითაც ხორბლის შემოტანაზე შეზღუდვები წესდება. ანალიტიკოსი პრემიერ-მინისტრის დავალებას და კონკურენციის ს

ბიზნესომბუდსმენი პარლამენტს მიმართავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლი არ გავრცელდეს ლიზინგის გამცემი სუბიექტის საქმიანობაზე

11 დეკემბერი, 2018 , 11:35

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს და იურიდიულ საკითხთა კომიტეტს მიმართავს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ბ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`