უკან

საზოგადოება

9 დეკემბერი, 2016 18:20
font-size

თელავის საბავშვო ბაღთან დაკავშირებული ინფორმაცია, საბედნიეროდ, არ დადასტურდა - დავით სერგეენკო

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, მედიით გასული ინფორმაცია, რომ თელავის საბავშვო ბაღების სისტემაში ბავშვების რაციონი შეამცირეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

ამის შესახებ სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„უკვე დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს, კონკრეტულად რა შემთხვევასთან გვქონდა საქმე თელავის რაიონის შემთხვევაში. საბედნიეროდ, ეს ყველაფერი არ დადასტურდა. კონკრეტულად იქ მოხდა ასეთი რამ - რამდენიმე საბავშვო დაწესებულებაში მოხდა მენიუს ცვლილება. კერძოდ, იმ კვირაში გუფთა შეცვალეს კოტლეტით, რადგან ბავშვებს ასე ესიამოვნათ. რაც შეეხება რძის პროდუქტების ამოღებას, ეს არ მომხდარა. როდესაც ბავშვებს ეხება საკითხი, ნებისმიერი თემა მგრძნობიარეა. ასე რომ, ერთი მხრივ მოვუწოდებ ჟურნალისტებს, მედიასაშაულებებს, ნუ შეეხებით ბავშვთა ჯანმრთელობისა და კვების თემას,ვიდრე არ დარწმუნდებით, რომ ეს ობიექტური რეალობაა. მეორე მხრივ, ბავშვთა აღზრდის დაწესებულებებს მოვუწოდებ, ძალიან მკაცრად დაიცვან ის რეგლამენტები და რეკომენდაციები, რომლებიც მთავრობის დადგენილებითაა გაწერილი. რაც შეეხება კონკრეტულ საინფორმაციო საშუალებებს, სადაც ეს ინფორმაცია გავრცელდა, ჩემი მოქალაქეობრივი სათხოვარი იქნება, რომ ჯერ ჩაეხედათ ამ თემაში და შემდეგ დაეწერათ. ახლა კარგს იზამენ, თუ ამ ყველაფრის სწორ, ობიექტურ აღწერას გააკეთებენ და ვფიქრობ, ამ ბავშვების მშობლებს მოუხდიან ბოდიშს ამ მღელვარების გამო“,-განაცხადა დავით სერგეენკომ.

მთავრობის სხდომაზე, დღეს, პრემიერ-მინისტრმა მედიაში გავცრელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „თუ ვინმემ ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაცია გაიგო ისე, რომ საბავშვო ბაღებში ბავშვებს რაციონი უნდა შევუმციროთ, ეს არის დანაშაულებრივი გადაწყვეტილება. თუ ასეთი ჩინოვნიკი ბუნებაში არსებობს, მინდა, რომ ის აღარ იყოს ხვალ თავის თანამდებობაზე“.

პრემიერ-მინისტრმა განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრს თემის დაზუსტება დაავალა.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი