უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

13 ივნისი, 2018 11:40
font-size

თელავში აგრარული მიმართულების ახალი პროფესიული კოლეჯის დაფუძნებაზე იმსჯელეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, ბავარიის მევენახეობის სახელმწიფო ინსტიტუტისა და GIZ-ის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, ქეთევან ნატრიაშვილი, ესწრებოდა.

შეხვედრაზე მხარეებმა გერმანელი პარტნიორების ჩართულობით თელავში აგრარული მიმართულების ახალი კოლეჯის დაარსების პერსპექტივაზე იმსჯელეს, სადაც წამყვანი მიმართულება ღვინის წარმოებისთვის მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანური რესურსის მომზადება იქნება. ამ კუთხით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ბავარიის მევენახეობის სახელმწიფო ინსტიტუტთან აქტიურად ითანამშრომლებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართულ-გერმანული მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე საქართველოში პროფესიული განათლების სამომავლო განვითარებასაც.

შეხვედრის ბოლოს გადაწყდა, რომ გერმანელი პარტნიორები უახლოეს პერიოდში შეისწავლიან თელავის უნივერსიტეტის რესურსს, რისი გათვალისწინებითაც განისაზღვრება პროფესიული სასწავლების დაარსების სამოქმედო გეგმა და ვადები.

ფსიქოტროპული წამლები ურეცეპტოდ - ბათუმში აფთიაქის დალუქვას ითხოვენ

18 ივნისი, 2018 , 16:50

კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, ყოფილი პატიმარი მერაბ ღოღობერიძე ბათუმში ერთ-ერთი აფთიაქის დახურვას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი2“ ავრცელებს. ღოღობერიძის განცხადებით, ქალა

ვაზზე სელექციური სამუშაოები განახლდა

18 ივნისი, 2018 , 16:50

სელექციური პროგრამის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა და შვეიცარიელმა სელექციონერმა, ვალენტინ ბლატნერმა ვაზზე სოკოვანი დაავადებების მიმართ რეზისტენტული ჯიშების გამოვლენის სამუშაოები

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა ოზურგეთში შიმშილობა დაიწყეს

18 ივნისი, 2018 , 15:05

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა ოზურგეთში პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს. აქციის მონაწილეები ენმ-ის საკრებულოს დეპუტატის, ბესიკ ქათამაძეზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მონაწილე დეპუტატების დასჯას მოითხოვენ. მა

ოზურგეთში ენმ საპრიოტესტო აქციას მართავს

18 ივნისი, 2018 , 14:20

ოზურგეთში საპროტესტო აქცია მიმდინაერეობს. ნაციონალური მოძრაობის წევრის, ბესიკ ქათამაძის მიმართ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატების მიერ განხორციელებული ძალადობის გამო აქციის მონაწილეები, სამანდატო კომისიის შეკრებას და ინციდ

ენის შემწავლელი კურსები აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებშიც გაგრძელდება

18 ივნისი, 2018 , 14:20

კურორტ გოდერძიზე უცხოელ ტურისტებთან კომუნიკაციის გამარტივების მიზნით დაწყებული ინგლისური ენის კურსები დასრულდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა „ტურიზმის განვითარების სკოლის“ ფარგლებში კურორტზე და მის მიმდებარე

ჭიათურაში 2 ახალგაზრდა, რომლებიც პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალადობას აპროტესტებენ, საავადმყოფოში გადაიყვანეს

18 ივნისი, 2018 , 12:45

ჭიათურაში მე-15-ე დღეა სამი ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალადობის გასაპროტესტებლად შიმშილობს, რის გამოც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. პროტესტის ერთ-ერთი მონაწილის, ბექა ჭუმბურიძის ძმის, დავით

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე