უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

22 მაისი, 2018 11:20
font-size

თელავში ფსიქიატრიული საავადმყოფოს აშენება იგეგმება

თელავში ფსიქიატრიული კლინიკის პროექტის განხორციელებაში საქართველოს ჩინეთი დაეხმარება.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, პროექტი ორ ქვეყანას შორის “ფსიქიატრიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტის განხორციელების შესახებ“ წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმების თანახმად განხორციელდება. უწყების ინფორმაციით, სამშენებლო ფართი, დაახლოებით, 2230 კვ.მ. იქნება.

,,ჩინეთის მხარე პასუხისმგებელია პროექტის დიზაინზე, უზრუნველყოფს მშენებლობისთვის საჭირო დანადგარების, აღჭურვილობის და მასალების მიწოდებას; საქართველოში გამოგზავნის საჭირო რაოდენობის ინჟინრებსა და ტექნიკურ პერსონალს, სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად, ასევე უზრუნვეყოფს დამხმარე მოწყობილობებისა და აღჭურვილობის მოწოდებას, რაც მოიცავს დამონტაჟებასა და დატესტვას. ძი იანჩისათვის მიწერილ წერილში ჯანდაცვის მინისტრი ადასტურებს, რომ საქართველო პროექტის ფარგლებში იღებს პასუხისმგებლობას, გამოყოს მიწა საავადმყოფოების ასაშენებლად და მიწის ნაკვეთი დროებითი სარგებლობისთვის მშენებლობის მიმდინარეობის პროცესში. სახელმწიფო ამ ტერიტორიაზე მიწის ზედა და მიწის ქვეშ არსებული ყველა ბარიერის დემონტაჟს განახორციელებს და სამშენებლო ობიექტებს გაწმენდს. ასევე საქართველოს მთავრობა დაეხმარება ჩინელ ინჟინრებსა და ტექნიკურ პერსონალს ვიზისა და ბინადრობის ნებართვის მიღებაში’’, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

სამინისტროში აცხადებენ, რომ ფსიქიატრიული საავადმყოფო მოიცავს ამბულატორიულ, კრიზისული ინტერვენციის, ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის მომსახურებისა და სტაციონარულ განყოფილებებს, საოფისე და აპარატურის ოთახებს, რომლებიც აღჭურვილი იქნება სათანადო დამხმარე მოწყობილობით.

საკვანძო სიტყვები:

ალექსანდრე მოწერელია დადიანების სასახლეთა მუზეუმს ეწვია და მის თანამშრომლებს შეხვდა

16 ოქტომბერი, 2018 , 13:20

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმს ეწვია და მის თანამშრომლებს გაესაუბრა. შეხვედრის მიზანი მუზეუმის პოპულარიზაციის ზრდისა და ტურისტების მოზიდვის მი

გურჯაანში ღვინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა

13 ოქტომბერი, 2018 , 17:30

ქართული ღვინის დღეების „ღვინობისთვე 2018“-ის ფარგლებში, გურჯაანის ღვინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო 80-მდე ღვინის მწარმოებელი კომპანიის, საოჯახო და მცირე მარნების სხვადასხვა სახეო

ექსპორტისთვის განკუთვნილი თხილის კონტროლის მექანიზმებს დარგის წარმომადგენლები გაეცნენ

13 ოქტომბერი, 2018 , 16:10

საექსპორტო თხილის ლაბორატორიული კვლევების მაჩვენებლებსა და კრიტერიუმებზე იმსჯელეს ანაკლიაში თხილის მწარმოებლებთან და ექსპორტიორებთან შეხვედრაზე, რომელიც სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრას სააგენტ

ხულოში მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა, არიან დაშავებულები

13 ოქტომბერი, 2018 , 15:00

ხულოში, სოფელ დიოკნისში მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. პირველადი ინფორმაციით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულ

გარდაბანში „თბოსადგურ 2“-ის მუშათა ნაწილი გაიფიცა - ამის მიზეზად არაადამიანური სამუშაო პირობები სახელდება

12 ოქტომბერი, 2018 , 16:25

გარდაბანში კომბინირებული ციკლის „თბოსადგურ 2“-ის მშენებლობაზე დასაქმებულები პროტესტის ნიშნად აქციას მართავენ. ობიექტზე სამუშაოები ნაწილობრივ შეფერხებულია, რადგან ადგილზე მხოლოდ ჩინეთის მოქალაქეები მუშაობენ. ა

„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, მათ დღეს „ქართული ოცნების“ ცხრა მხარდამჭერი შეუერთდა

11 ოქტომბერი, 2018 , 15:50

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ლანჩხუთში, პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა და ის ადამიანები წარადგინა, რომლებიც, მისი თქმით, გურიაში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იყვნენ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`