უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

8 მაისი, 2017 14:30
font-size

თელავში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი შენდება

თელავში (ვარდოშვილის 5/ა), სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე მშენებარე მრავანფუნქციურ სპორტულ კომპლექსს ესტუმრნენ, სადაც უკვე დაიწყო მუშაობა ორმა საცურო აუზმა, უახლოეს პერიოდში კი დამატებით ორი აუზის მშენებლობა დასრულდება.

მინისტრს და მინისტრის მოადგილეს თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ და სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის მოადგილემ კახეთის მხარეში ირაკლი ქადაგიშვილმა უმასპინძლა. ახალი კომპლექსი დაათვალიერა საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტმა დავით რურუამ.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თელავში სპორტული კომპლექსი კერძო ინვესტიციით შენდება. ამ ეტაპზე მუშაობს ორი მცირე ზომის აუზი (სიგრძე16; სიგანე 8 მეტრი), კეთილმოეწყო გასახდელები, საშხაპეები, სპორტ-კაფე და გაიხსნა ორი ფიტნეს დარბაზი - გოგონებისთვის და ვაჟებისთვის. პარალელურად მიმდინარეობს 5 სართულიანი სასტუმროს მშენებლობა, რომელიც როგორც სპორტსმენებს ასევე ტურისტებს უმასპინძლებს. მშენებლობის პროცესშია ერთი ღია და ერთიც დახურული აუზი, რომელიც წყალბურთის სტანდარტებში ჩაჯდება (35X25 მეტრი) და საქართველოს ნაკრების შეკრებებს და მატჩებს უმასპინძლებს. აუზს ექნება ტრიბუნა (400 სკამით) გულშემატკივრების მისაღებად. სპორტული კომპლექსის მენეჯმენტს დაგეგმილი აქვს ბოულინგ ცენტრის მშენებლობაც.

,,დიდი მადლობა შალვა მორბედაძეს, რომელმაც თაობების ოცნება აუსრულა თელავლებს და თანამედროვე სტანდარტების აუზი აუშენა. კერძო ინვესტიცია სპორტული ინფრასტრუქტურის კუთხით სასიხარულოა, ამ მხრივ ნამდვილად არ ვართ განებივრებულები. მიხარია, რომ ნდობა იმ რეფორმების მიმართ, რომელსაც ჩვენ ვანხორციელებთ სულ უფრო იზრდება. ორმაგად სასიხარულოა ასეთი ინვესტიცია რეგიონებში, მითუმეტეს საკმაოდ ძვირად ღირებულ სპორტის სახეობაში. აღსანიშნავია, რომ აქ წყალბურთის გარდა ახალგაზრდები სხვა სპორტის სახეობებითაც დაკავდებიან. თელავი კი საწყლოსნო სახეობებში ერთ-ერთი წარმატებული ცენტრი გახდება. ამასთან, არაერთ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს“, - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი