უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 ნოემბერი, 2021 12:44
font-size

მოვუწოდებთ „ოცნებას“, დაემორჩილოს საქართველოს მოქალაქეების გადაწყვეტილებას და შეაჩეროს მუნიციპალური ბიუჯეტების დამტკიცების პროცესი ახალი საკრებულოების მოწვევამდე - მიხეილ დაუშვილი

ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა და დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ოცნებამ“ ახალი საკრებულოების შეკრებამდე დაიწყო მუნიციპალური ბიუჯეტის დამტკიცების პროცესი და საქართველოს მოქალაქეების გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ.

„რამდენიმე დღის წინ ჩვენ საზოგადოებას ვაცნობეთ, რომ „ოცნებამ“ ჩვენი მოქალაქეების ნების და გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ ახალი საკრებულოების შეკრებამდე დაიწყო მუნიციპალური ბიუჯეტის დამტკიცების პროცესი. გუშინ ოცნებამ უკვე დაამტკიცა 2022 წლის მუნიციპალური ბიუჯეტი მაგალითად რუსთავში, გურჯაანსა და ლანჩხუთში. დღეს ბიუჯეტს ამტკიცებენ და ანალოგიურ პროცესს აგრძელებენ ზუგდიდში,ბათუმში, ჩხოროწყუში, სენაკში და ეს ყველაფერი ხდება ახალი საკრებულოების შეკრებამდე, ძველი საკრებულოების მეშვეობით.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ჩვენმა მოქალაქეებმა გადაწყვიტეს, რომ არაერთი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის, მათ შორის ბათუმის, ზუგდიდის, რუსთავის და ა.შ. მართვა უნდა განხორციელდეს ძალთა ბალანსის საფუძველზე. შესაბამისად, ჩვენმა მოქალაქეებმა ოცნებას ჩამოართვეს უფლება და პრივილეგია, რომ ერთპიროვნულად მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილებები.

ამასთანავე, თითოეულ ზემოხსენებულ მუნიციპალიტეტში ჩვენმა მოქალაქეებმა პარტიას „საქართველოსთვის“ მიანიჭეს ე.წ. ოქროს გასაღები და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში გადამწყვეტი ხმის უფლება მისცეს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქის გადაწყვეტილება არის ოცნების ერთპარტიული მმართველობის დასრულება და ძალაუფლების დაბალანსება“ - განაცხადა დაუშვილმა.

მიხეილ დაუშვილმა აღნიშნა, რომ ორგანიზაცია „ოცნების“ ერთადერთი ამოცანა არის ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერ ფასად.

“„ოცნებას“ დაავიწყდა, რომ ხელისუფლების და ძალაუფლების წყარო არის ხალხი და დემოკრატია სწორედ ხალხის მმართველობაზეა დაფუძნებული. როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, დღეს უკვე ორგანიზაცია „ოცნების“ ერთადერთი ამოცანა არის ძალაუფლების შენარჩუნება შენარჩუნება ნებისმიერ ფასად. რა პროცესშიც ზიანდება ჩვენი მოქალაქეების და სახელმწიფოს ინტერესები, თუმცა, როგორც ადამიანი, ასევე სახელმწიფო, „ოცნებისთვის“ - სახელისუფლებო პარტიისთვის უკვე მეორე და მესამეხარისხოვანი გახდა.

ამ პროცესში „ოცნება“ მხოლოდ საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და რა თქმა უნდა ბერკეტად იყენებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელმაც ფორმალური პროცედურების გამოყენებით გააჭიანურა ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოების პირველი სხდომების მოწვევის პროცესი.

მოქალაქეები რომ ადარდებდეს დღეს „ოცნება“ ყველაფერს უნდა აკეთებდეს ადამიანების პრობლემების მოსაგვარებლად, პროდუქტებსა და მედიკამენტებზე ფასების დასტაბილურებისათვის, სამუშაო ადგილების შექმნისთვის, კოვიდის სწორად მართვისთვის, იმისათვის, რომ არ ვიყოთ პირველ ადგილზე სიკვდილიანობის მაჩვენებლით. და ამ ყველაფრის ნაცვლად „ოცნება“კიდევ ერთხელ ცდილობს, მოატყუოს ჩვენი მოქალაქეები და მუნიციპალური ბიუჯეტები ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე მორგების ნაცვლად, საკუთარ სურვილებს მოარგოს.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ „ოცნებას“, რომ შეწყვიტოს საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედება, დაემორჩილოს საქართველოს მოქალაქეების გადაწყვეტილებას და შეაჩეროს მუნიციპალური ბიუჯეტების დამტკიცების პროცესი ახალი საკრებულოების მოწვევამდე.“ - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და ამბიციური მიზანია, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, ევროპის ქვეყნების საუკეთესო სამეულში მოვხვდეთ -ირაკლი კობახიძე

29 მარტი, 2024 , 16:30

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, ამბიციური მიზანი არის ის, რომ ჩვენ გვინდა, ევროპის ქვეყნების საუკეთესო სამეულში მოვხვდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძ

სალომე ზურაბიშვილის ერთადერთი მიზანია საბოტაჟი, ერთადერთი მიზანია, რომ არჩევნებს რაღაცნაირად შეექმნას საფრთხე, პრობლემა - პრემიერ-მინისტრი

29 მარტი, 2024 , 15:54

საქართველოს პრემიერ-მინისტრი  ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ აკრიტიკებს პრეზიდენტს. ამჯერად ცესკოს თავმჯდომარესთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, არასამათვრობო ორგანიზაციებისა და ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენ

არ არის საკმარისი, მხოლოდ ვამაყობდეთ ჩვენი დიასპორით, საჭიროა დროზე მივცეთ მათ ის საშუალება, რაც ეკუთვნით - საარჩევნო უფლება - პრეზიდენტი

29 მარტი, 2024 , 15:41

"არ არის საკმარისი, მხოლოდ ვამაყობდეთ ჩვენი დიასპორით, საჭიროა დროზე მივცეთ მათ ის საშუალება, რაც ეკუთვნით - საარჩევნო უფლება", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარ

თავდაცვის მინისტრი საქართველოში ესტონეთის ელჩს შეხვდა

29 მარტი, 2024 , 11:46

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რინა კალიურანდს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თ

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი