უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

13 თებერვალი, 2018 14:20
font-size

ტელეკომპანია ,,იბერია“ იყო ობიექტურად კრიტიკული, რაც ალბათ მაშინ არ მოსწონდა ხელისუფლებას - შალვა შავგულიძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია ,,იბერიას’’ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის საქმეზე პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევით განახლდა.

სხდომათა დარბაზში ბრალდების მხარის მოწმე, შალვა შავგულიძე დაიკითხა, რომელიც 2004 წელს “ომეგა ჯგუფში” სპეცრაზმის შეჭრის პერიოდში კომპანიის ინტერესებს იცავდა.

შავგულიძემ სასამართლოსთვის ჩვენების მიცემისას ,,ვარდების რევოლუციის“ შემდგომი პერიოდი და ის პროცესები გაიხსენა, რაც წინ უძღვოდა ,,ომეგა ჯგუფში“ შემავალ კომპანიებში შეჭრასა და ტელეკომპანია ,,იბერიას“ სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობას.

თემაზე საუბრისას მოწმემ მისი მეუღლის, “იბერია ტვ”-ს საინფორმაციო სამსახურის იმჟამინდელი უფროსის ჟურნალისტური საქმიანობაც და მათი ოჯახის მიმართ მუქარის ფაქტებიც გაიხსენა.

,,ახალი ხელისუფლება ნეგატიურად განეწყო ტელეარხის მიმართ. ჩემი მეუღლე - ლუბა ელიაშვილი ,,იბერიაში“ საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობდა და საავტორო გადაცემაც ჰქონდა.” იბერია ტვ “ იყო ობიექტურად კრიტიკული, რაც ალბათ მაშინ არ მოსწონდა ხელისუფლებას. სახლის ტელეფონზეც, მეუღლის პირად ტელეფონზეც იყო ზარები და მუქარები. იყო სროლაც ჩემი მეუღლის მშობლების სახლის მიმართ, რომელიც პეკინზე მდებარეობს და სადაც იმ დროს, ჩვენი ბავშვი იმყოფებოდა.

შეტევის მიზეზი იყო ალბათ ტელევიზიის ობიექტურად კრიტიკული დამოკიდებულება მოვლენების მიმართ. ამას მოყვა 2004 წლის თებერვალში ომეგაში შეჭრა და პარალიზება ტელევიზიის“, - აღნიშნა შავგულიძემ.

მოწმემ კომპანიაში შეჭრის ძალადობრივ ქმედებებსა და უკანონობასაც გაუსვა ხაზი და ამის ერთ-ერთ მაგალითად დაასახელა ის, რომ მოხდა ტრაილერებით კომპანიის კუთვნილი, დაყადაღებული სიგარეტის გატანა და რეალიზება. ამასთან სად მიდიოდა გაყიდული პროდუქციიდან მიღებული შემოსავალი, ადვოკატისთვის უცნობია.

როგორც შავგულიძემ აღნიშნა, შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, აშკარა გახდა, რომ ამ ყველაფერს მოყვებოდა ,,ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის დაკავება.

,,ზაზა ოქუაშვილმა გაზაფხულზე დატოვა საქართველო. წასვლამდე ამბობდა, რომ პროკურატურა გვთხოვს ,,იბერიას“ სამაუწყებლო ლიცენზიის დათმობასო. მას სურდა ამ ლიცენზიის შენარჩუნება და ამიტომ დატოვა საქართველო“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

მისივე თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პროკურატურისგან მოდიოდა მოთხოვნა ,,ომეგა ჯგუფში“ შემავალ კომპანიებში მუშაობის განახლებისა და დაკისრებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის სანაცვლოდ მომხდარიყო “იბერია ტვ”-ის ლიცენზიის დათმობა, მისთვის ცნობილი იყო ,,ომეგა ჯგუფის“ ერთ-ერთი კომპანიის დირექტორისგანაც.

საქმეზე ბრალდებულის, ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის ადვოკატი შოთა კახიძე სასამართლო სხდომაზე მოწმისგან დაინტერესდა, თუ ვინ იყო გენერალური პროკურორი იმ პერიოდში, როდესაც ის ,,ომეგა ჯგუფის“ ინტერესებს იცავდა.

აღნიშნულის პასუხად შალვა შავგულიძემ განაცხადა, რომ ,,ომეგაში“ სპეცრაზმის შეჭრის პერიოდში გენერალური პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი იყო, მისი საადვოკატო საქმიანობის ბოლოს კი, ანუ იმ დროისათვის, როცა ტელეკომპანიის ლიცენზიის დათმობაზე მიდიოდა საუბარი, აღნიშნული თანამდებობა უკვე ზურაბ ადეიშვილის ეკავა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ტელეკომპანია ,,იბერიის’’ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის საქმე 2016 წლის თებერვალში გახსნა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და მისი პირველი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.

საქმეზე მომდევნო სხდომა 1 მარტის 13:30 საათისთვის ჩაინიშნა.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

სასჯელაღსრულების სამინისტრო პატარა ციხეების მოდელზე გადასვლას გეგმავს

19 ივნისი, 2018 , 15:40

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო პატარა ციხეების მოდელზე გადასვლას გეგმავს. როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განა

ხორავას ქუჩაზე ჩვენ ვმუშაობთ ყველა მიმართულებით და არ გამოვრიცხავთ არც ერთ მიმართულებას - გიორგი გახარია

19 ივნისი, 2018 , 15:40

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ირმა ნადირაშვილის კითხვას უპასუხა, ხორავას ქუჩის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ. ,,პარლამენტში შექმნილი კომისიის ფარგლებში

ენმ ბესო ქათამაძის ცემის საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს

19 ივნისი, 2018 , 13:01

აღმოსავლეთ საქართველოს თვითმმართველი ორგანოების „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები თანაგუნდელის, ოზურგეთის საკრებულოს წევრის, ბესო ქათამაძის ცემის საქმის დროულ გამოძიებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით მათ თავისუ

დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე ორი პირი პასუხისგებაშია მიცემული

19 ივნისი, 2018 , 12:15

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლებ

ანა ნაცვლიშვილი რამდენიმე პირის მიერაა მოკლული - ლადო გრიგალაშვილის ადვოკატი

18 ივნისი, 2018 , 17:30

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის, ლადო გრიგალაშვილის ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი აცხადებს, რომ ანა ნაცვლიშვილი რამდენიმე პირის მიერაა მოკლული. როგორც ადვოკატმა ნაირა ოტიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა

ზაზა სარალიძე მოზარდების მკვლელობის საქმეზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის საზმაუს ეთერში გაშვებას ითხოვს

18 ივნისი, 2018 , 16:50

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე საზოგადოებრივი მაუწყებლისგან 2 მოზარდის მკვლელობის საქმეზე გადაღებული ფილმის ეთერში გაშვებას ითხოვს. საკითხთან დაკავშირებით ის ადვოკატთან ერთა

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან