უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

25 სექტემბერი, 2018 17:45
font-size

ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „მედიანიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

„მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით ქ. თბილისის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო 2018 წლის 12 სექტემბერს. აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს თან დაერთო ყველა ის აუდიოჩანაწერი, რომელიც გამოძიების მიმდინარეობისას სხვადასხვა მედიასაშუალებებით დამატებით გავრცელდა.

გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიება. ამ ეტაპზე სხვადასხვა მედიასაშუალებებიდან გამოთხოვილი აუდი ჩანაწერების ავთენტიკურობის და მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ასევე, მიმდინარეობს ჩანაწერებში სავარაუდოდ მონაწილე პირების გამოკითხვის პროცესი.

თბილისის პროკურატურაში გამოსაკითხად დაბარებულია ზ.ო., თუმცა მისი ადვოკატის განცხადებით, იგი იმყოფება დიდ ბრიტანეთში და მიმდინარე თვის ბოლოს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ გამოცხადდება საგამოძიებო ორგანოში. ასევე საზღვარგარეთ იმყოფება საუბრის კიდევ ერთი სავარაუდო მონაწილე ი.ჩ., რომელიც ქვეყანაში დაბრუნებისთანავე დაიკითხება მოწმის სახით.

გარდა ამისა, თბილისის პროკურატურამ, გამოკითხვის მიზნით, 2018 წლის 25 სექტემბერს, მოწმის სახით გამოიძახა ომეგა ჯგუფში შემავალი სამი კომპანიის დირექტორი, თუმცა მათი ადვოკატის ცნობით, აღნიშნული პირები უწყებაში მითითებულ დროს ვერ მივიდოდნენ და ისინი საგამოძიებო ორგანოში 2018 წლის 27 სექტემბერს გამოცხადდებიან.

ამასთან, გამოძიებამ, ომეგა ჯგუფში შემავალი კომპანიების საგადასახადო ვალდებულებების დადგენის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურიდან უკვე გამოითხოვა შესაბამისი ინფორმაცია.

დაიკითხება ჩანაწერებში მოქმედი ყველა პირი და დამატებითი ინფორმაცია ეცნობება საზოგადოებას.“ - ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

27 მარტი, 2024 , 12:46

საქართველოს პროკურატურამ ქალაქ ქობულეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 11 პირი დააკავა

22 მარტი, 2024 , 11:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის, აჭარის, კახეთისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მ

საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი ამხილა

22 მარტი, 2024 , 10:56

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად, „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებს შეისწავლის

21 მარტი, 2024 , 11:16

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად, „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებს შეისწავლის, – ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია აღ

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების დროული განახლებისკენ მოუწოდა - SJC

20 მარტი, 2024 , 14:53

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების დროული განახლებისკენ მოუწოდა, - ნათქვამია სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გავრცელებ

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ქმედების იძულების ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს

20 მარტი, 2024 , 11:27

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე დაკავებულია 17 წლის არასრულწლოვანი. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი