უკან
კომენტარი
22 სექტემბერი, 2018 15:20
ტელეკომპანია “იბერიას” და “ომეგა ჯგუფს” მხარდამჭერას მიხეილ სააკაშვილი უცხადებს
ტელეკომპანია “იბერიას” და “ომეგა ჯგუფს” მხარდამჭერას ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უცხადებს .
ვახო ხუზმიაშვილის “თავისუფალ სივრცეში” სააკაშვილი მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და მოქმედი ხელისუფლება ბიზნესის რეკეტში დაადანაშაულა. სააკაშვილი ამბობს რომ “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის ქმედება სამოქალაქო გმირობის ტოლფასია რადგან ის უკანონობის წინააღმდეგ ღია ბრძოლაში ჩაერთო.
გადაცემაში კითხვა 2004 წლის მოვლენებთან დაკავშირებითაც დაისვა რა დროსაც მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პირობებში ტელეკომპაქნია “იბერიაში” სპეცრაზმი შემოვიდა და არხს ლიცენზიის დათმობა მოუწია. სააკაშვილი ამ ფაქტს მისი ხელისუფების შეცდომად აფასებს.