საზოგადოება
ტელეკომპანია ,,იბერიას“ მხარდასაჭერად კანცელარიისკენ მსვლელობა იმართება
,,იბერიას“ მხარადასაჭერად ტელეკომპანიის თანამშრომლები და რიგითი მოქალაქეები კანცელარიისკენ მსვლელობას მართავენ.
აქციის მონაწილეები გადაადგილდებიან ,,მე ვიცავ იბერიას“, ,,ხელები შორს იბერიისგან“ და მსგავსი შინაარსის ბანერებით.
მსვლელობას გზადაგზა უერთდებიან რიგითი მოქალაქეები, რომლებიც მედიის თავისუფლების მხარდასაჭერად გეგმავენ კანცელარიასთან მისვლას.
,,იბერია“ ტვ-ს თანამშრომშრომლების მთავარი მოთხოვნა ტელეკომპანიასა და ,,ომეგა ჯგუფზე“ ზეწოლის შეწყვეტა და ხელისუფლების ყოფილი თუ მოქმედი მაღანჩინოსნების მხრიდან ამ ზეწოლის ფაქტების შესწავლაა.
ტელეკომპანიამ აღნიშნულის გამო რამდენიმე საათით მაუწყებლობა შეაჩერა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მაუწყებლობის გათიშვას ხელისუფლება აიძულებს და მათ შევიწროვებას ცდილობს.
ტელეკომპანია „იბერიამ“ გუშინ სატელეფონო ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ტელეკომპანია „იბერიისა“ და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს ესაუბრება და ტელევიზიის დათმობის აუცილებლობაზე მიანიშნებს.