უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

22 ივნისი, 2018 17:00
font-size

ტელეკომპანია ,,იბერიას“ სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის საქმეზე გიორგი არველაძე დაიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია ,,იბერიას“ სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის საქმეზე პროცესი დაცვის მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევით განახლდა.

სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი არველაძე.

გიორგი არველაძემ პროცესზე დაადასტურა, რომ 2007 წელს შეხება ჰქონდა იოსებ მგელაძესთან, რომელიც ერთ-ერთი რგოლი იყო ტელეკომპანია ,,იბერიას“ ლიცენზიის გადაფორმების პროცესში. კერძოდ, იოსებ მგელაძე იყო ტელეკომპანია ,,იბერიას“ ლიცენზიის ერთ-ერთი ფიქტიური მყიდველი, რომელსაც ბიძინა ნიჟარაძისგან გადაეცა ლიცენზია.

მოწმის განცხადებით, იოსებ მგელაძემ მას მიმართა და დაინტერესდა, რა იყო საჭირო იმისთვის, რომ მუშაობა განეახლებინა ტელეკომპანია ,,აისს“, რომელიც იბერია ტვ-ს ლიცენზიის მფლობელი გახდა და შესაბამისად, ამ უკანასკნელისთვის დაკისრებული გადასახადიც გადაეცა.

როგორც არველაძემ აღნიშნა, მან როგორც კომუნიკაციების მარეგულირების კომისიის თავმჯდომარემ, მგელაძეს განუმარტა, რომ საჭირო იყო სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების დაფარვა და ტელეკომპანია საქმიანობის გაგრძელებას შეძლებდა.

მოწმის თქმით, მისი ინფორმაციით, მგელაძემ 19 700 ლარის ოდენობით განსაზღვრული სალიცენზიო მოსაკრებელი სრულად დაფარა.

ამასთან, არველაძის განცხადებით, იოსებ მგელაძე მეგობრის მეგობარი იყო. ადვოკატმა ამ საერთო მეგობრის ვინაობის დასახელება ითხოვა, რაზეც არველაძემ უპასუხა. რომ ეს პიროვნება არის იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრი, დავით კეზერაშვილი, რომელთანაც მგელაძე მუშაობდა კიდეც.

რაც შეეხება კონკრეტულად, ტელეკომპანია ,,იბერიას“ სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის პროცესს, როგორც არველაძემ განაცხადა, აღნიშნულთან მას შეხება არ ჰქონია და არც ინფორმაცია გააჩნია.

მოწმემ აქვე აღნიშნა ისიც, რომ მას საქმეზე ბრალდებულ ზურაბ ადეიშვილთან მხოლოდ სამსახურებრივი ურთიერთობა აკავშირებდა.

როგორც სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა, ემზარ გაგნიძემ განაცხადა, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმის ჩვენება არ იყო საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი.

,,მოწმემ დაადასტურა ტელეკომპანია ,,აისისთან“ მიმართებაში, რომ აღნიშნულ ტელეკომპანიას ერიცხებოდა დავალიანება 19 700 ლარის ოდენობით და იმისათვის, რომ ლიცენზია შეჩერებულ ტელეკომპანიას მაუწყებლობა განეახლებინა, საჭირო იყო თანხის გადახდა. მოწმემ დაადასტურა, რომ ამ თანხის გადახდა მოხდა ტელეკომპანიის მხრიდან, თუმცა შემდგომში ტელეკომპანიამ განაგრძო თუ არა მუშაობა და თუ არ განაგრძო, რა მიზეზების გამო არ განაგრძო, ამაზე ინფორმაცია აღნიშნულ მოწმეს არ გააჩნდა.

შესაბამისად, აღნიშნული მოწმე ვერ ადასტურებს ზოგადად რა ვითარებაში მოხდა ტელეკომპანია ,,იბერიას“ კუთვნილი ლიცენზიის გადაფორმება. ის არანაირ შეხებაში არ ყოფილა ამ საკითხთან. ამ მოწმის ჩვენებას არანაირი ინფორმაციული ხასიათი არ ჰქონდა. ერთადერთი რაც მოწმემ დაადასტურა, რომ ტელეკომპანია ,,აისი“ ნამდვილად არსებობდა. ამას კი, ბრალდების მხარეც ადასტურებს აღნიშნულ საქმეში“, - განაცხადა პროკურორმა ემზარ გაგნიძემ.

საქმეზე მომდენო სხდომა 10 ივლისს 13:00 საათისთვის ჩაინიშნა. პროცესი დაცვის მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევით განახლდება.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ტელეკომპანია ,,იბერიას’’ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის საქმე 2016 წლის თებერვალში გახსნა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და მისი პირველი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ.

საკვანძო სიტყვები:

პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისია ვანო მერაბიშვილის გათავისუფლევის საკითხზე კიდევ ერთხელ იმსჯელებს

25 სექტემბერი, 2018 , 14:00

პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისია ვანო მერაბიშვილის გათავისუფლევის საკითხზე კიდევ ერთხელ იმსჯელებს. ე.წ. უდო-ს კომისია მსჯავრდებულის საქმის განხილვის შუამდგომლობით თავად დაწესებულება მიმართავს. სპეციალური პენიტე

ოპოზიცია ,,ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებულ აუდიოჩანაწერებზე აუდიტის სამსახურისგან მოკვლევის დაწყებას ითხოვს

25 სექტემბერი, 2018 , 11:30

ოპოზიცია მოკვლევის დაწყებას ითხოვს აუდიტის სამსახურისგან მორიგი სკანდალური აუდიო ჩანაწერების საქმეზე, სადაც საუბარია რომ ერთი კოლოფი სიგარეტიდან მმართველი პარტიის დასაფინანსებლად 2,5 თეთრი ირიცხება. ოპოზიციის წარმომადგენ

საია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს მთავრობას „ომეგა ჯგუფის“ საკითხზე ინფორმაციის გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს

25 სექტემბერი, 2018 , 10:40

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ტელეკომპანია „იბერიასა“ და ომეგა ჯგუფთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „2017 წლის 25 აპრილს შპს ,,ოჯთ“-მ განცხადებით მიმართა საქართველოს ფინანსთა მი

დედის მიმართ განხორციელებულ იძულების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი

25 სექტემბერი, 2018 , 10:40

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დედის მიმართ განხორციელებულ იძულების ფაქტზე ბრალდებული ხ.ბ. დამნაშავედ ცნო. უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული

სააფთიაქო ნარკომანიის ლობირებასთან დაკავშირებით დაკავებულ 6 პირზე პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

24 სექტემბერი, 2018 , 17:33

სააფთიაქო ნარკომანიის ლობირებასთან დაკავშირებით პასუხისგებაში 20 პირია მიცემული. მათ ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობის ლობირებისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კითხავენ. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, დაკავ

ერთი კოლოფი სიგარეტიდან 2,5 თეთრი “ქართული ოცნების” ბიუჯეტში ხვდება - მორიგი აუდიოჩანაწერი ,,ომეგა ჯგუფის“ საქმეზე (ვიდეო)

24 სექტემბერი, 2018 , 13:50

„ომეგა ჯგუფის“ საქმე - „კურიერმა“ კიდევ ერთი სკანდალური აუდიოჩანაწერი მოიპოვა, სადაც სავარაუდოდ, „თბილისის თამბაქოს“ აქციონერი, ირაკლი ჩუბინიშვილი „ომეგას“ დამფუძნებელს ესა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`