უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

1 ივნისი, 2018 11:55
font-size

ტელეკომპანია ,,იბერიას“ საქმეზე მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი დაიკითხა

ტელეკომპანია ,,იბერიას“ სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყო.

სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, გიორგი ბედინეიშვილი დაიკითხა, რომელმაც სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებთან ზურაბ ადეიშვილთან და გიორგი ლაცაბიძესთან საქმიანი ურთიერთობა დაადასტურა.

მოწმის თქმით, ტელეკომპანია ,,იბერიასთვის“ ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევას საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიუღია.

შესაბამისად, თავისი ჩვენებით მან უარყო ბრალდების მხარის მოწმის ბრიტანელი ბიზნესმენის დევიდ ჰისის ჩვენება. ამ უკანასკნელმა წინა პროცესზე გაიხსენა 2004 წლის ზაფხულში ლონდონის ერთ-ერთი სასტუმროს კაფე-ბარში პრეზიდენტ საააკშვილის მრჩეველ გიგა ბედინეიშვილთან შეხვედრა, რომელზეც მისი თქმით, მიიღო ინფორმაცია, რომ „ომეგა ჯგუფში“ შემავალ კომპანიებში მუშაობა განახლდებოდა მხოლოდ მთავრობის მიერ ნომინირებული პირისთვის კომპანიის 51% წილის უსასყიდლოდ დათმობის შემთხვევაში. ბიზნესმენის განცხადებით, ამ შეხვედრას ესწრებოდა მისი მეუღლეც, ჯილიანა ჰისიც. ეს უკანასკნელი ასევე დაიკითხა სასამართლო პროცესზე და მანაც დაადასტურა გიგა ბედინეიშვილთან შეხვედრის ფაქტი.

საქმეზე მომდევნო სხდომა 12 ივნისს დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ტელეკომპანია ,,იბერიას’’ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის საქმე 2016 წლის თებერვალში გახსნა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და მისი პირველი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ.

ოჯახში ძალადობისა და ცივი იარაღის ტარებისთვის ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

23 იანვარი, 2019 , 16:38

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახში ძალადობისა და ცივი იარაღის ტარებისთვის ბრალდებული პ. თ. დამნაშავედ ცნო. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სასამარ

4 წლის გარდაცვლილი გოგონას დედა თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს - ადვოკატი

23 იანვარი, 2019 , 16:31

თბილისში, სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედა, ლელა ქსოვრელი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს, - ამბობს ადვოკატი ნინო ტაბატაძე. „მან კანონით მინიჭებული დუმილის უფლება აირჩია, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და არ აღია

ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე 278 მოსამართლეს სათითაოდ უგზავნიან პერსონალურ წერილს

23 იანვარი, 2019 , 13:33

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე 278 მოსამართლეს სათითაოდ უგზავნიან პერსონალურ წერილს: პატივცემულო მოსამართლეებო, გადავწყვიტეთ დღეს მოგვემართა თქვენთვის, რადგან

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე დაკავებულია

23 იანვარი, 2019 , 10:25

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავა, რაც ძალადობას

თბილისში ოთხი წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე დედა დააკავეს

22 იანვარი, 2019 , 20:37

თბილისში ოთხი წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე დედა დააკავეს. 2014 წელს დაბადებული გოგონას გარდაცვალების შესახებ დღეს გახდა ცნობილი. ფაქტზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილე

ყაჩაღობასა და სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებისთვის ხელის შეშლაში ბრალდებულებს 10 და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

22 იანვარი, 2019 , 15:41

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობასა და სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებისთვის ხელის შეშლაში ბრალდებულები ზ.ჩ. და ბ.ლ. დამნაშავედ ცნო

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`