უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

19 სექტემბერი, 2018 15:55
font-size

ტელეკომპანია „იბერიაზე“ საუბარი არ ყოფილა - ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი

ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა „იბერია ტვ“-სა და „ომეგა ჯგუფის“ შესახებ გავრცელებულ ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა, რომ მის კლიენტს ამ პროცესებთან კავშირი არ აქვს.

ადვოკატის განმარტებით, ვანო ჩხარტიშვილს, ზაზა ოქუაშვილსა და ირაკლი ჩუბინიშვილს შორის შეხვედრა ნამდვილად შედგა, თუმცა, მისი მტკიცებით, ეს შეხვედრა 2017 წელს გაიმართა და მასზე ტელეკომპანია „იბერიას“ შესახებ საუბარი არ ყოფილა.

რაც შეეხება ვიდეოჩანაწერში ნაჩვენებ სქემას, ხატიაშვილის თქმით, ეს გეგმა „ომეგა ჯგუფის“ დიდი ვალის გამო ჩაიშალა, რადგან კომპანია მის გადახდას ვერ ახერხებდა.

„ეს შეხვედრა მართლაც შედგა 2017 წელს. შეხვედრა ეხებოდა ბიზნესგარემოდან გამომდინარე ორი ყველაზე მსხვილი ქართული საწარმოს სავარაუდო ან შესაძლო გაერთიანებას. შეხვედრის მიზანი იყო ქართული საწარმოების გადარჩენა იმ ფინანსური კრიზისისაგან, რომელიც გამოიწვია იმ დროისათვის არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობამ. არანაირი ჩანაწერი არ შეიძლება არსებობდეს, რომ იყო რაიმე საუბარი ტელეკომპანია „იბერიასთან“ მიმართებაში. თხოვნა მექნება, თუ შეიძლება, ჩემს კლიენტს ვანო ჩხარტიშვილს ამ პროცესთან ნუ დააკავშირებთ“, -თქვა ადვოკატმა.

მამუკა ბახტაძე ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა

23 აგვისტო, 2019 , 13:55

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს შეეხო. ხაზი გაესვა ორმხრივი თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას. აღინიშნა, რო

მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსში დაიწყო

23 აგვისტო, 2019 , 12:40

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსში დაიწყო. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მეთაურს მინსკის საერთაშორისო აეროპორტში ბელარუსის ვიცე-პრემიერი ვლადიმირ

პოლიციამ „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

23 აგვისტო, 2019 , 10:35

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი- ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული გ.ჩ. ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა

23 აგვისტო, 2019 , 10:35

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 23 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა. დაგეგმილია მთავრობის მეთაურის შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან. ვიზიტის ფარგლებში

მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს - ვგმობთ „ბორდერიზაციის“ პროცესის გაგრძელებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ლიეტუვის პრეზიდენტი

22 აგვისტო, 2019 , 17:43

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის რესპუბლიკის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას შეხვდა. შეხვედრისას გიტანას ნაუსედამ საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა ლიეტუვას მხარდაჭერა და აღნიშნა

სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტს შეხვდა

22 აგვისტო, 2019 , 16:38

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი ლიეტუვაში დაიწყო. ვილნიუსში, პრეზიდენტის რეზიდენციაში სალომე ზურაბიშვილს ლიეტუველმა კოლეგამ, გიტანას ნაუსედამ უმასპინძლა. პირისპირ შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტები

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს